კვირა, აგვისტო 3, 2025
36.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა პარლამენტისა და მთავრობის...

“ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა პარლამენტისა და მთავრობის წარმატებული მუშაობის შედეგია, 2025 წელი საინტერესო იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად” – პაატა კვიჟინაძე

2025 წელი ძალიან საინტერესო იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდისა და კარგი მაკრო-ფისკალური მაჩვენებლების შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024 წელს გაწეული საქმიანობის 100-გვერდიანი ანგარიში წარმოადგინა, რომელსაც თან ახლავს კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის მიმართვა საზოგადოებისთვის. მასში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში ბოლო წლების, მათ შორის 2024 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა არის პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი წარმატებული მუშაობის მთავარი შედეგი, რაც თავისთავად დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

2024 წელი წინა წლების მსგავსად წარმატებული იყო. „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკა 9.5 %-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს ადასტურებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებიც. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზით, 2024 წელს საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით უპირობო ლიდერია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა.

ამასთან, საქართველოს აქვს უფრო მაღალი ზრდის ტემპი, ვიდრე ევროკავშირის წევრ, ევროკავშირის კანდიდატ და მეზობელ ქვეყნებს. ამავე პროგნოზების თანახმად, ასევე საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის მაკრო-ფისკალური მაჩვენებლები ერთ-ერთი საუკეთესოა. კერძოდ, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის საქართველოს აქვს მთავრობის ვალის მშპ-სთან თანაფარდობის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი და მე-7 ადგილზეა, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლით – მე-11 ადგილზე, ასევე, ევროკავშირის 10 კანდიდატ ქვეყანას შორის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლით მე-3 ადგილზეა, ხოლო მთავრობის ვალის თანაფარდობით მშპ-სთან – მე-5-ზე. 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპმა ხელი შეუწყო ქვეყნის ფისკალური პარამეტრების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები დადებითად აისახა საერთაშორისო შეფასებებში. არსებული შეფასებებით, 2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსის (Open Budget Index) მიხედვით, საქართველო 87 ქულით (100 ქულიდან) საბიუჯეტო გამჭვირვალობის მხრივ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის კვლავ პირველ ადგილს იკავებს“, – აღნიშნულია კომიტეტის ანგარიშში.

რაც შეეხება სტატისტიკას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024 წელს ჩაატარა კომიტეტის 28 სხდომა, განიხილა 287 საკითხი, მათ შორის, 103 კანონპროექტი, 6 საბიუჯეტო განაცხადი, ასევე პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანოების 13 სხვადასხვა სახის ანგარიში, 20 საერთაშორისო ხელშეკრულება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 18 ანგარიში, 110 რეკომენდაცია და 20 სხვადასხვა საკითხი.

ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პარლამენტის ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“როგორც ყოველთვის, გიორგი ვაშაძე არის აქტიური – იქიდანაც კი, სადაც რუსულმა ხელისუფლებამ დაამწყვდია და...

ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სევდია უგრეხელიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...