კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახალი თაობის ევრობიუროკრატიას საქართველოს მიმართ უცნაური რეფლექსიები ჩამოუყალიბდა....

“ახალი თაობის ევრობიუროკრატიას საქართველოს მიმართ უცნაური რეფლექსიები ჩამოუყალიბდა. მათი სახელია ორმაგი სტანდარტები” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კრიტიკული შეფასებებით ეხმაურება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას:

ევრობიუროკრატია არ იცვლება. ახალი თაობის ევრობიუროკრატიას კი საქართველოს მიმართ ერთი შეხედვით უცნაური რეფლექსიები ჩამოუყალიბდა. მათი სახელია ორმაგი სტანდარტები.

ევროკავშირის ორი ახალი ევროკომისარის კაია კალასის და მარტა კოსის დღევანდელი მოწოდებები საქართველოსთან დაკავშირებით, სწორედ ამ ორმაგი სტანდარტების დასტურია.

თითქოს copy-paste აქვთ გადმოღებული აქაური ენჯეოების და ოპოზიციის ნარატივებიდან“, – წერს ფეიისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის: საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს კაია კალასმა და მარტა კოსმა, სადაც საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაზე, მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის გათავისუფლებაზე და სხვა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღებას:

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტპატიმარი. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ნდობისა და დიალოგის აღდგენისთვის არცერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...