სამშაბათი, ივლისი 15, 2025
34.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არაფერი მე სამშობლოზე მეტი არ გამაჩნია! ჩემთვის სამშობლოზე...

“არაფერი მე სამშობლოზე მეტი არ გამაჩნია! ჩემთვის სამშობლოზე მეტი არაფერი არ არის!” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი, ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს მის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით:

,,არაფერი მე სამშობლოზე მეტი არ გამაჩნია! ჩემთვის სამშობლოზე მეტი არაფერი არ არის!

ლენინის ძეგლებს ვაგდებდი, ასლან აბაშიძის რეჟიმს ვუპირისპირდებოდი, უკრაინაში ვიბრძოდი, თუ დღეს ამ ხელისუფლებას ვუპირისპირდები – ვიცი ერთი რაღაც ცალსახად, რომ მე ვუპირისპირდები, იქაც ყოველთვის ვებრძოდი რუსებს და ეს ბრძოლა გაგრძელდება და აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება.

მე ამაში ვარ დარწმუნებული. ასე, რომ რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე აბსოლიტურად არ აქვს მნიშველობა. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კობა ხაბაზმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ კი მოსამართლის გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით შეაფასა:

დასრულდა სასამართლო.

საშინელი კრიმინალი ვარ თურმე.

ვინაიდან “გაძვირებამდე” იყო გზის გადაკეტვა, იმ პერიოდისთვის მაქსიმუმი მომისაჯა სასამართლომ, 500 ლარი და 3 წლით იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა.

მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტებთან ომს თუ არ ჩავთვლით, არასდროს მიტარებია იარაღი (ჩემს იარაღად სიტყვას ვთვლი), საშინლად გაბრაზებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სანქცირებულთა სიას დაემატოს ეს ვითომ მოსამართლეები.

ისე ერთ რამეში გამიმართლა, კიდევ კარგი ესენი არ იყვნენ პროკურორ-მოსამართლეები, თორემ ლენინის ძეგლების ჩამოგდებაზე ხომ სამუდამო პატიმრობას ან დახვრეტას მომისჯიდნენ“, – აცხადებს კობა ხაბაზი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...