spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილარის გაუფასურება პირველ რიგში ბიზნეს სექტორს შეუქმნის პრობლემებს,...

ლარის გაუფასურება პირველ რიგში ბიზნეს სექტორს შეუქმნის პრობლემებს, ქართულ ეკონომიკაში დაგვეკარგება სამუშაო ადგილები და კიდევ უფრო მშიერი და ღარიბი ქვეყანა ვიქნებით – გიორგი ვაშაძე

საქართველოში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და ლარის გაუფასურების თაობაზე გააკეთა განცხადება „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. მან ბიზნეს სექტორს გააქტიურებისაკენ მოუწოდა, მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისა და კონკრეტული გეგმების წარდგენისაკენ, ხოლო მოსახლეობას სიმშვიდისკენ:

მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, გამოდით და უფრო დამაჯერებლად უთხარით საზოგადოებას კონკრეტული მოქმედების გეგმის თაობაზე. რა გაქვთ ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იყოს დამატებითი წნეხი ქართული ეკონომიკისა და ოჯახებისათვის.

ჩვენ გვჭირდება მწყობრი ალგორითმი ყველა მიმართულებით. არსებობს 2008 წლის ომის დროს მოქმედების ალგორითმი და შეიძლება გამოყენებული იქნას ისიც, რადგან გვახსოვს, რომ ლარი მაშინ ასე მძიმედ არ გაუფასურებულა. კი, ახლა არის დამატებითი ფაქტორები, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოშია პრობლემა, მაგრამ სწორედ მთელ მსოფლიოში პრობლემა არ უნდა იწვევდეს ლარის ამხელა გაუფასურებას.

მე ყოველწუთიერად მიკავშირდებიან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. მინდა, რომ მათი მოსაზრებები გავაჟღერო. ბიზნესის წარმომადგენლები საუბრობენ ფიქსირებულ კურსზე, სავალუტო გადახურდავების შეზღუდვაზე. მაგალითად, გადახურდავდეს მხოლოდ ის დოლარი, რომლითაც უნდა შემოვიდეს პირველადი მოხმარების საგნები საქართველოში.

მოვუწოდებ ბიზნეს სექტორს იყავით უფრო აქტიურები. ეკონომიკა ხართ თქვენ, თქვენ ქმნით ეკონომიკას და თქვენს აზრს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. დაუკავშირდით ხელისუფლებას, დაჯექით მათთან ერთად უბრალოდ საუბრისთვის არა, თქვით თქვენი მოსაზრებები – როგორ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ლარის კურსის გამყარებაში. თუ გაუფასურდა თქვენ კარგად იცით, რომ პირველ რიგში თქვენ, ქართულ ეკონომიკას და ბიზნესს შეუქმნის პრობლემებს და დაგვეკარგება სამუშაო ადგილები. კიდევ უფრო მშიერი და ღარიბი ქვეყანა ვიქნებით ამ შემთხვევაში.

მივმართავ მთავრობას კიდევ უფრო სინერგიული ქმედებით, მწყობრი ნაბიჯებით დავამშვიდოთ ქვეყანა, რომ ამ პანიკურმა შიშმა ლარის კურსზე არ შექმნას ამხელა წნეხი. ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ დაასუბსიდირებთ გარკვეული პროდუქციის ფასებს, თუ ჩვენ ახლა ლარის კურსი არ გავაჩერეთ გაუჭირდება ბიუჯეტსაც ეს სუბსიდირება, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ ბიუჯეტში დღეს გადასახადიდან არ შედის შემოსავლები.

სწორი იყო როდესაც უცხოური ვალუტა – დოლარი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბირჟაზე, მაგრამ არ არის საკმარისი გამოდით და მკაფიოდ გვითხარით გეგმა,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...