spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყოველდღიურად ვხედავთ რუსეთის მსგავსად როგორ იზრდება სინდისის პატიმრების...

“ყოველდღიურად ვხედავთ რუსეთის მსგავსად როგორ იზრდება სინდისის პატიმრების რიცხვი და იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საქართველოს მომავლისათვის იბრძვის” – თამარ კორძაია

ყოველდღიურად ვხედავთ რუსეთის მსგავსად როგორ იზრდება სინდისის პატიმრების რიცხვი და იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საქართველოს მომავლისათვის იბრძვის. მზია ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი და ის მხოლოდ იმიტომ არის ციხეში, რომ ივანიშვილმა დააშინოს მედია, მედიის წარმომადგენლები, რათა საზოგადოებამ ვერ მიიღოს ზუსტი, სანდო ინფორმაცია“, – განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ

მთავრობის კანცელარიასთან, ოპოზიციონერი ქალმა პოლიტიკოსებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც მათ მედია მენეჯერის, მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს:

თქვენ ახლა ჩემს უკან ხედავთ წარწერას – საქართველოს მთავრობა, მაგრამ სინამდვილეში უნდა ეწეროს რუსეთის მთავრობა, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რუსეთის მსგავსად იზრდება სინდისის პატიმრების რიცხვი და ციხეში იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საქართველოს მომავლისათვის იბრძვის. დღეს განსაკუთრებულად გვინდა გამოვყოთ სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელი, რომელიც არის ამ რეჟიმის ნომერ პირველი ქალი მედია მენეჯერი სინდისის პატიმარი.

მზია ამაღლობელი სწორედ იმიტომ არის დევნის მსხვერპლი, რომ თითოეული თქვენგანი, მედიის წარმომადგენელი დააშინონ და ვერ გაბედონ ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმიანობაზე საუბარი.

მზია ამაღლობელი არის სწორედ სანიმუშო პატიმარი იმისათვის, რომ მედიამ ვერ ამოიღოს ხმა და შესაბამისად, საზოგადოებამ ვერ მიიღოს ზუსტი, სწორი და სანდო ინფორმაცია.

მზია ამაღლობელი უკვე მეთორმეტე დღეა შიმშილობს და ეს უკვე საგანგაშო პერიოდია მისი ჯანმრთელობისათვის, ამიტომ ჩვენ ქალი პოლიტიკოსები კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შევიდეს გენერალური პროკურატურა სასამართლოსთან შუამდგომლობით და შეცვალოს პატიმრობის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესების ცუდად წარმართვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც რუსული მთავრობის შენობაში მყოფ ადამიანებს, ივანიშვილს, გენერალურ პროკურორს და ყველა ადამიანს, ვინც ამ პროცესშია მონაწილე“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

“ერთადერთი ჯანსაღი რეაქცია პარლამენტში გამართულ ანგარიშსწორებაზე არის ზიზღი კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც ეს გააკეთა”...

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას მძიმე შეფასებებით ეხმაურება განათლების ყოფილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...