შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ" -...

“მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ” – კახა კალაძე

პირველ რიგში, ტრამპის გუნდს სურს „დიფ სთეითის“ დამარცხება, რაც არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ არის მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთება.

ძალიან მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება. იცით, რომ დღეს გაიმართება ინაუგურაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მთლიანად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა. არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, რომ ვიყოთ აშშ-ის კარგი მეგობრები, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა და მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ. რასაც თავად ამბობენ, პირველ რიგში, მათი მხრიდან „დიფ სთეითის“ დამარცხება უნდა მოხდეს, რაც არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება კითხვას ოპოზიციის წარმომადგენლების შესახებ, რომლებმაც, ჟურნალისტის თქმით, ბოლო დროს ტრამპის შესახებ რიტორიკა შეცვალეს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ისინი ფარისევლები არიან.

ოპოზიციისთვის სასიკეთო არაფერი ხდება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ოპოზიცია არის დანგრეული, გაფარჩაკებული. მათ არც ქვეყანა აინტერესებთ, ჰყავთ თავიანთი პატრონები. ვიცით ვინ არიან ისინი და საიდან იმართებიან. ისინი ჩვეულებრივი ფარისევლები არიან. ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია მათი მხრიდან, როცა ტრამპს ოლიგარქს და ჯამბაზს უწოდებდნენ. ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც არსებობს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...