ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"ყველა მოთხოვნა - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები,...

“ყველა მოთხოვნა – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, თუ ესე მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, ჩვენი პარტნიორებისგან იქნება კიდევ უფრო მძიმე პასუხები” – გიგი წერეთელი

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გიგი წერეთელი საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებს გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების ბრალია ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან უკიდურესად მძიმე ურთიერთობა:

საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან – აშშ-თან თუ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობა არის უკიდურესად მძიმე და რთული და ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ. ეს არის სწორედ არსებული დე ფაქტო ხელისუფლების ნაბიჯების ბრალი და იმ მმართველობის ბრალი, რომელიც დღეს არის საქართველოში და მაგალითად “მეგობარი აქტი”, რომლის განხილვაც დაწყებულია კონგრესში და ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს ორმხრივი მხარდაჭერა.

ეს კანონი თუ იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნება ზომები ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებაზე. ქვეყანა კარგავს უზარმაზარ შესაძლებლობებს – იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა აშშ-თან, ვიზალიბერალიზაცია თუ ა.შ. და ეს არის სწორედ იმ ადამიანების ბრალი, ვინც დღეს იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს.

ასევე, ევროპის საბჭოს თავმჯდომარე გახდა პოლონეთი და ჩვენ ვიცით დამოკიდებულება ბოლო პოლონელი ლიდერების – პრეზიდენტის თუ მთავრობის ზოგადად და მოვისმინეთ არაერთი განცხადება ამ მნიშვნელოვანი ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში, სადაც არის პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, რომ არანაირი შეგუება ამ ვითარებასთან არ იქნება და ზოგადად ის მოთხოვნა, რაც არის დღეს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, ახალი არჩევნები და ახალი არჩევნების მომზადება, თუ ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, იქნება კიდევ უფრო მძიმე და მტკივნეული პასუხები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ “დიფ სთეითი” ბიძინა ყოფილა და პროკურორს ეტყვიან – შიგნიდან...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოლიტ-ირონიული ვარაუდი: "ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...

“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...