ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 4-6 იანვრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 4-6 იანვრის პერიოდისთვის

3 იანვარს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 4 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში.

დეკემბრის შუა პერიოდში გამოიკვეთა ლარის გამყარება და სტაბილურობა, თუმცა ბოლო კვირაში სახეზე იყო ეროვნული ვალუტის გაუფასურების მომენტები. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 3 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

31 დეკემბერი – 2.8068;
1-3 იანვარი – 2.8138.

მცირედით, მაგრამ ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0020 ლარით და 1 აშშ დოლარი 4 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში 2.8158 ლარი ეღირება.

თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა ერთდღიანი გაუფასურების შემდეგ, ბოლო ვაჭრობებზე ლარი ისევ გამყარდა. კერძოდ ბოლო კვირის 3 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

31 დეკემბერი – 2.9306;
1-3 იანვარი – 2.9292.

ევროსთან მიმართებაში, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე საკმაოდ გამყარდა, 0.0337 ლარით და 4 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8955 ლარი.

ფაქტიურად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 4 იანვრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4905 ლარი (გამყარდა 0.0374 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0796 ლარი (უცვლელი დარჩა);
10 უკრაინული გრივნა – 0.6688 (გამყარდა 0.0005 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6563 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0972 ლარი (გამყარდა 0.0103 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0953 ლარი (გამყარდა 0.0156 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8474 ლარი (გამყარდა 0.0075 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2826 ლარი (გამყარდა 0.0041 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.7016 ლარი (გამყარდა 0.0089 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7899 ლარი (გამყარდა 0.0043 ლარით).

დეკემბრის შუა პერიოდში ლარის დასტაბილურაბას, ბოლო კვირაში გაუფასურება მოჰყვა რუსულ რუბლთან მიმართებაში. კერძოდ, ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

31 დეკემბერი – 2.5405;
1-3 იანვარი – 2.5838.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0641 ლარით და შესაბამისად, 4 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.5197 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...