spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს, ტრამპს მძიმე მემკვიდრეობა...

“აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს, ტრამპს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების არსებული ადმინისტრაცია, რომელსაც იანვარში უფლებამოსილების ვადა ეწურება, მაქსიმალურად ცდილობს, არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს აშშ-ის მიერ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა:

ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯებს გადადგამდა. როგორც იცით, რამდენიმე დღეში მათ უფლებამოსილების ვადა ეწურებათ და მაქსიმალურად ცდილობენ, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ზოგადადაც, ტრამპს დაუტოვონ მძიმე მემკვიდრეობა.

აქაც მინდა, ერთი რამ ვთქვა: ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს, რომ ახალ ადმინისტრაციას შეიძლება რადიკალურად განსხვავებული მიდგომები ჰქონდეს. ჩვენც გვაქვს ამის მოლოდინი, რომ იქნება სწორი და მართალი დამოკიდებულება, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს, ჩვენი ქვეყნის გასაკეთებელს, მერწმუნეთ, ვერავინ გააკეთებს.

ტრამპი არის ამერიკის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და ის, რა თქმა უნდა, გატარებს თავისი ქვეყნის ინტერესებს. იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენ: ჩვენ აგვირჩია ხალხმა და პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები. აქ არავინ მოვა იმისთვის, რომ ქართველების ინტერესი გაატაროს. ყველას – დასავლეთს, ამერიკას, რუსეთს, ჩვენს სამეზობლოს აქვს თავისი პირადი ინტერესი საქართველოსთან დაკავშირებით.

ჩვენ, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, უნდა დავდგეთ მაგრად და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მომავალი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ზოგიერთი დასავლელი ლიდერის კრიტიკულ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, მერი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს თავისი ლოგიკური ახსნა აქვს.

რაც შეეხება დასავლეთიდან ზოგიერთი ლიდერის განცხადებებს, ამას აქვს თავის ახსნა: ისინი დამარცხდნენ საქართველოში, ეს არის რეალობა, მოცემულობა. ისინი ამ რადიკალებთან ერთად არიან დამარცხებულები. მათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უთხრა „არა“, უთხრა „არა“ მუდმივ ბულინგს, მუდმივ ბოროტებას, შეურაცხყოფას და იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს რომელიღაც სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, გინდა მეორე ფრონტით, გინდ სანქციებთან მიერთებით და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი”...

მიტროპოლიტ იობისთვის თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით...

“ეს არის დამარცხებული განულებული პოლიტიკური ძალა, რომელმაც გინდ მიშა იძახოს და გინდ მიშა აძაგოს...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ოპოზიასთან მიმართებით მწვავე პოლიტიკურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...