spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს სწორი გადაწყვეტილებები, ჩვენი ქვეყნის...

“ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს სწორი გადაწყვეტილებები, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა და მშვიდობა, რაც უნდა გაგრძელდეს” – პაატა კვიჟინაძე

2025 წელსაც გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას კი განაპირობებს სწორი გადაწყვეტილებები, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა და მშვიდობა, რაც უნდა გაგრძელდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის ტრიბუნიდან აუხსნა ოპონენტებს, თუ რატომ არის ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რეალური. ამის დასტურად პაატა კვიჟინაძემ „საქსტატის“ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები მოიყვანა.

ვისაც არ სჯერა და არ ენდობა სტატისტიკის მაჩვენებლებს, მინდა გითხრათ, რომ ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბერში განახლებული პროგნოზებით, ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდის ტემპით 2030 წლისათვის, მსოფლიოში საქართველო მეორე ადგილზე იქნება, ხოლო 2024 წელს საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი მსოფლიოში. ოპოზიცია გვეუბნება, რომ ეკონომიკა არ იზრდება 10%-ით და ლარის კურსთან დაკავშირებითაც აპოკალიფსურ სურათს ხატავენ.

ამ პროცესში ზოგიერთი დიპლომატიც ჩაერთო. ერთმა ელჩმა განაცხადა – ეკონომიკური ზრდა ომმა გამოიწვია და მალე დამთავრდებაო, მინდა მას ტრიბუნიდან ზრდილობიანად ვუპასუხო: ჯერ ერთი, ის ომი ჩვენ ხომ არ დაგვიწყია, რუსეთი დაესხა თავს უკრაინას, სამწუხარო ამბავი მოხდა. და მეორე: რატომ მოლდოვაში არ გაიზარდა? ბელარუსში? შუა აზიაში? ჩვენს გვერდით მეზობლებში? იქ ხომ არ არის ომი? რაღა მაინცდამაინც საქართველოში გაიზარდა? თუნდაც ამით იყოს გამოწვეული, ესე იგი, საქართველოში მთავრობას შეუქმნია ის პირობები, რომ დოვლათი აქ შემოვიდა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეროვნულ ვალუტაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ჯერ მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ იყო ლარის კურსზე ზეწოლა, და ეროვნული ბანკის მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირება, ხოლო შემდგომ არჩევნების პერიოდში.

რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტის მაჩვენებლებს, 2024 წლის მსგავსად, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2025 წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ბიუჯეტის ყველა მაკრო-ფისკალური მაჩვენებლები ევროპული და ქართული კანონმდებლობით დადგენილ საუკეთესო პრაქტიკით განსაზღვრულ დონეზეა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღ სიცოცხლეს უნდა მიეძღვნას ამდენი თაღლითის და კორუმპირებული პოლიტიკოსისგან მოპარული თანხები!”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ქართული ქარტიის" განახლების თაობაზე...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...