ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"უტყუარი და დადასტურებული ფაქტია, რომ ყველა ბიულეტენზე ტოტალურად...

“უტყუარი და დადასტურებული ფაქტია, რომ ყველა ბიულეტენზე ტოტალურად ხილვადი იყო ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი და დარღვეული იყო კონსტიტუციური ფარულობის პრინციპი” – თინა ბოკუჩავა

უტყუარი და დადასტურებული ფაქტია, რომ ყველა ბიულეტენზე ტოტალურად ხილვადი იყო ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი და დარღვეული იყო კონსტიტუციური ფარულობის პრინციპი – რაც ითვალისწინებს ერთადერთ სამართლებრივ შედეგს – არჩევნების შედეგების გაუქმებას. შესაბამისად, მოვითხოვთ არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ფარულობის და თავისუფალი ნების პრინციპი.” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

თინა ბოკუჩავას თქმით, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ფაქტიურად აღიარა, რომ დარღვეული იყო კონსტიტუციით გარანტირებული ფარულობის პრინციპი:

ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩატარებული რუსული სპეცოპერაციის მთავარმა თანამონაწილემ, ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გუშინ აღიარა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარღვეული იყო კონსტიტუციით გარანტირებული ფარულობის პრინციპი და ამით დაადასტურა, რომ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ ჯერ კიდევ 29 ოქტომბერს მიმართა ცესკოს არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით ყველა უბანზე, მათ შორის ყველა უბანზე, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონული წესით – სწორედ ფარულობის დარღვევის საფუძველზე.

ანალოგიური მოთხოვნით მიმართა ცესკოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.

ენმს და საიას სარჩელებს ცესკო ეხმაურება კომიკური ფესიბუქ ფოსტით და საარჩევნო ბიულეტენის გრამებში ასახული წონითი მოცულობის მონაცემებით ცდილობს თავის გამართლებას.

ბატონო გიორგი, რამდენი გრამიც არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო ბიულეტენი – უტყუარი და დადასტურებული ფაქტია, რომ ყველა ბიულეტენზე ტოტალურად ხილვადი იყო ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი – და შესაბამისად დარღვეული იყო უმთავრესი კონსტიტუციური ფარულობის პრინციპი – რაც ითვალისწინებს ერთადერთ სამართლებრივ შედეგს:
– არა ქაღალდის სისქეზე კომიკური პოსტების წერას
– არამედ არჩევნების შედეგების გაუქმებას.

დამატებით დამამძიმებელ გარემოებად გვევლინება ფაქტი, რომ ხმის მიცემის აპარატების აბსოლუტურ უმრავლესობასთან დამონტაჟებული იყო კამერა, რომელიც აფიქსირებდა ბიულეტენის უკანა მხარეს გაჟონილი მარკერის სავსებით ხილვად კვალს.

კიდევ ერთ დამამძიმებელ გარემოებად ფიქსირდება ფაქტი, რომ უშუალოდ ხმის მიცემის აპარატთან ყველა უბანზე იდგა ქართული ოცნების მიერ დანიშნული კომისიის წევრი, რომელიც კამერასთან ერთად მანუალურად აფიქსირებდა და აკონტროლებდა ამომრჩევლის არჩევანს.

აღნიშნულს განსაკუთრებით აადვილებდა საარჩევნო სუბიექტების ნუმერაცია.

ზეწოლის ქვეშ გაკეთებულ სახელისუფლებო არჩევანის დაფიქსირება – აპარატთან მდგომი კომისიის ქართული ოცნების წევრის მიერ იყო – უკიდურესად მარტივი, რადგან ბიულეტენის აპარატში მოთავსებისას, ცხადად ჩანდა ბიულეტენის ქვედა ნაწილში მარკერის სრულიად ხილვადი კვალი, მაშინ როცა ბარიერ გადალახული ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ნომერი იყო ბიულეტენის შუა ან ზედა ნაწილში.

სხვა საარჩევნო მანიპულაციებით ყველაზე მეტი ხმა წაგვართვეს სწორედ ჩვენ – “ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას” და ეს კარგად იცის ჩვენმა ამომრჩეველმაც, რომელსაც მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამისთვის და რუსული სპეცოპერაციის მთავარმა თანამონაწილემ, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

თუმცა დღეს ის არ არის მთავარი რომელ პარტიას რამდენი ხმა მოჰპარეს, როცა მოგვპარეს მთლიანად არჩევნები და არჩევნების უფლება.

ამის ყველაზე უტყუარი დასტური, რომელსაც დამატებითი გამოძიებაც არ სჭირდება არის ტოტალურად დარღვეული ფარულობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, საარჩევნო კოდექსით და საერთაშორისო ნორმებით.

შესაბამისად, მოვითხოვთ არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ფარულობის და თავისუფალი ნების პრინციპი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...