პარასკევი, მარტი 14, 2025
12.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიათბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეამოწმა 350 ობიექტი და გამოიწერა...

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეამოწმა 350 ობიექტი და გამოიწერა 48 სამართალდამრღვევი ოქმი პოლიეთილენის პარკების გამოყენების გამო

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ყურადღება პოლიეთილენის პარკებით სარგებლობის აკრძალვაზე გაამახვილა. მერის თქმით თბილისის მასშტაბით მუნიციპალურმა ინსპექციამ ობიექტების შემოწმება დაიწყო და სამართალდარღვევებზე შესაბამისი ოქმები გამოწერა.

მერის თქმით პოლიეთილენის პარკებით სარგებლობა დამაზიანებელია, როგორც გარემოსათვის, ასევე ჩვენი ჯანმრთელობისათვის და მომავალი თაობებისათვის.

ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ეკოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება მხოლოდ მწვანე სივრცეების შექმნით.

ამ მხრივ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომლის მიხედვითაც, დედაქალაქის მერიას ეკონომიკურ ბაზარზე პოლიეთილენის პარკების გაკონტროლება დაევალა. ეს არის საზიანო გარემოსთვის, ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით.

პირველ ეტაპზე, მეწარმეებს მიეცათ გაფრთხილება, პოლიეთილენის პარკების მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებით. ბოლო დღეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გაფრთხილებით გათვალისწინებული ვადა ამოიწურა, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 350 ობიექტი შეამოწმა, გამოიწერა სამართალდარღვევის 48 ოქმი.

დაჯარიმდნენ მეწარმეები, რომლებმაც გაფრთხილებულ ვადაში ვერ მოახდინეს რეაგირება და მათი საქმიანობა კანონით გათვალისწინებულ წესებთან და პროცედურებთან შესაბამისობაში არ მოიყვანეს.

მინდა მოვუწოდო ყველას, რომ სანამ მათი შემოწმება ჯარიმის გამოწერა და პროდუქციის კონფისკაცია მოხდება, დროულად მოახდინონ ამ პროდუქციის ამოღება მიმოქცევიდან ადგილობრივ ბაზარზე კანონთან შესაბამისობაში არსებული ალტერნატიული პარკების წარმოება უკვე დაწყებულია და მათ აქვთ შესაძლებლობა ჩაანაცვლონ პოლიეთილენის პარკები,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა კოსტავას ქუჩა N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ყველაზე დიდი უსამართლობა ამ ნათელი ბიჭების პატიმრობაა‼️” – ელისო კილაძე

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში,...