ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 12-15 ოქტომბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 12-15 ოქტომბრის პერიოდისთვის

11 ოქტომბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 12 ოქტომბრიდან 4 დღის განმავლობაში.

სექტემბრის შუა პერიოდში გამოკვეთილი დინამიური გაუფასურების ტენდენცია, თვის ბოლოსკენ ერთგვარი დასტაბილურებით გაგრძელდა ახალ ნიშნულზე, თუმცა ისევ იგრძნობოდა გაუფასურების ნიშნები. ბოლო კვირაში კი უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა, ზოგ შემთხვევაში საგრძნობლადაც და ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

8 ოქტობერი – 2.7451;
9 ოქტობერი – 2.7230;
10 ოქტობერი – 2.7257;
11 ოქტობერი – 2.7255.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე მცირედით გაუფასურდა, 0.0008 ლარით დარჩა და 1 აშშ დოლარი 12 ოქტომბრიდან 4 დღის განმავლობაში 2.7263 ლარი ეღირება.

ლარმა, ოქტომბერი, ევროსთან მიმართებაში გამყარებით დაიწყო და ჩამოცდა 3-ლარიან ნიშნულს. კერძოდ ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

8 ოქტობერი – 3.0106;
9 ოქტობერი – 2.9909;
10 ოქტობერი – 2.9885;
11 ოქტობერი – 2.9803.

ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე ძალზე უმნიშვნელოდ გაუფასურდა, 0.0001 ლარით და 12 ოქტომბრიდან 4 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9804 ლარი.

ფაქტიურად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა ვალუტებთან მიმართებაში, თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი მცირედით გაუფასურდა უმრავლეს შემთხვევაში. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 12 ოქტომბრიდან 4 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5600 ლარი (გამყარდა 0.0036 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0795 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6618 (გაუფასურდა 0.0005 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6033 ლარი (გაუფასურდა 0.0004 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0378 ლარი (გაუფასურდა 0.0043 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1782 ლარი (გაუფასურდა 0.0053 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8576 ლარი (გაუფასურდა 0.0051 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2428 ლარი (გამყარდა 0.0027 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.2344 ლარი (გაუფასურდა 0.0067 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8292 ლარი (გამყარდა 0.0020 ლარით).

სექტემბრის ბოლო – ოქტომბერი, სტაბილურობით გამოირჩეოდა და სახეზე იყო ლარის გამყარების ტენდენცია რუსულ რუბლთან მიმართებაში, რაც ბოლო კვირაში გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

8 ოქტობერი – 2.8510;
9 ოქტობერი – 2.8291;
10 ოქტობერი – 2.8077;
11 ოქტობერი – 2.7990.

გარკვეული პერიოდი სტაბილური გამყარების შემდეგ ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0377 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 12 ოქტომბრიდან 4 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.8367 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...