ცენტრალური საარჩევნოს კომისიის წევრის, ანა კობახიძის განცხადებით ცესკოს დადგენილება, რომელიც ეხება საარჩევნო კომისიის წევრების ხელფასების რაოდენობას დისკრიმინაციულია და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კომისიის წევრებს:
„27 აგვისტოს სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც დაადგინა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ხელფასის რაოდენობები.
აღნიშნული განკარგულებით, კომისიის წევრებს, რომლებიც არჩეულია ოლქის მიერ და კომისიის წევრები, რომლებიც დანიშნულია პარტიის მიერ ექნებათ არათანაბარი ხელფასი.
კერძოდ, პარტიის მიერ დანიშნული ოლქის წევრების ხელფასი იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე ოლქის მიერ არჩეულების. აღნიშნული განკარგულება დისკრიმინაციულია და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კომისიის წევრებს, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები ერთანირია საარჩევნო პროცესშიც და არჩევნების დღესაც.
დღეს სასამართლოში შეტანილი სარჩელით ვითხოვთ გაუქმდეს აღნიშნული განკარუგელება და დაუყოვნებლივ მოხდეს კომისიიის წევრებს შორის ხელფასების გათანაბრება“, – განაცხადა ანა კობახიძემ.