spot_img
მთავარიარჩევნებითეონა ჭალიძე: "სახელისუფლებო პარტია არსებულ სოციალურ პოლიტიკას იყენებს...

თეონა ჭალიძე: “სახელისუფლებო პარტია არსებულ სოციალურ პოლიტიკას იყენებს საარჩევნო ინსტრუმენტად”

ამომრჩეველს უნდა დავუბრუნოთ რწმენა რომ მათი ერთი ხმა გადამწყვეტია და არჩევანი გააკეთონ ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული შიშებისგან დამოუკიდებლად, თავისუფლად“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ განაცხადა

ჭალიძე ყურადღებას ამახვილებს მოწყვლად ჯგუფებზე ხელისუფლების გავლენებზე საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დროს:

,,2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე ივანიშვილის პარტიის მთავარი მოკავშირე სიღარიბეა. სახელისუფლებო პარტია არსებულ სოციალურ პოლიტიკას იყენებს საარჩევნო ინსტრუმენტად.

მაშინ როცა მიზნობრივი სოციალური დახმარებების ერთიან ბაზაში მილიონ 243 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული და მათგან 672909 პირი საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 49311 საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახიდან ერთი წევრი მაინც პარალელურად საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაშია ჩართული, განსაკუთრებით საყურადღებოა მომავალ არჩევნებში ადამიანებმა ეჭვი არ შეიტანონ არჩევნების ფარულობაში და თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეძლონ. წლების განმავლობაში გარკვეული მექანიზმების გამოყენების შედეგად ფაქტია რომ საგანგაშოდ მაღალია იმ პირთა რაოდენობა, რომელიც დაშვების დონეზე, უშვებს რომ შესაძლებელია იმის გაგება თუ ვის მისცემს ხმას(44%).

აქვე საყურადღებოა რომ მაღალია იმ პირთა რაოდენობაც, ვინც ფიქრობს რომ შესაძლებელია სოციალური დახმარება მოუხსნან პირს, რომლის ოჯახის წევრებიც არ მივლენ არჩევნებზე(48%). სწორედ ამიტომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით დაინტერესებულმა ყველა აქტორმა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს საზოგადოებაში არსებული ამ დამოკიდებულებების შესაცვლელად.

არჩევნები ფარულია და ვერავინ გაიგებს ამომრჩეველმა ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება კი არანაირად არ უნდა გახდეს ფარულობასთან დაკავშირებით მცდარი და მავნებლური ინფორმაციის გავრცელების საფუძველი.

ამომრჩეველს უნდა დავუბრუნოთ რწმენა რომ მათი ერთი ხმა გადამწყვეტია და არჩევანი გააკეთონ ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული შიშებისგან დამოუკიდებლად, თავისუფლად“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ადამიანი, რომლის სახელიც ცოდნას უკავშირდებოდა, ამქვეყნად სიცოცხლეს შესაბამის ადგილას გააგრძელებს” – გიორგი კეკელიძე გიგა...

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...