spot_img
მთავარიანალიტიკა"პროდასავლურმა პარტიებმა თავად უნდა იპოვონ მათთვის ოპტიმალური გადაჯგუფება"...

“პროდასავლურმა პარტიებმა თავად უნდა იპოვონ მათთვის ოპტიმალური გადაჯგუფება” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციალიუ ქსელში, ფეისბუქის პირადი გვერდის მეშვეობით ინფორმაცია-განმარტებებს ავრცელებს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ მომზადებულ კვლავასთან დაკავშირებით:

ბოლო დღეებში, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების შესაძლო კონფიგურაციასთან დაკავშირებით დისკუსიისას, არაერთხელ იქნა მოშველიებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მონაცემები. კვლევა მოიხსენიება როგორც “არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული”. ამავდროულად, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა კვლევის ინტერპრეტირებული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არსებითად არასწორი მონაცემები.

კვლევა, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ მომზადდა. კვლევა მიზნად ისახავდა წინასაარჩევნო პროცესში საზოგადოებრივი განწყობების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას, ანალიზს, და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდებას.

ვიმედოვნებთ, რომ ამ გზით მნიშვნელოვნად დავეხმარებით საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს საკუთარი ევროპული მისწრაფებების რეალიზებაში და მაქსიმალურად ავიცილებთ თავიდან პროდასავლური ამომრჩევლის ხმის დაკარგვას. ვფიქრობდით და ვფიქრობთ, რომ კვლევის შედეგები გამოყენებული უნდა იქნას დაინტერესებული მხარეების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არა საარჩევნო კამპანიის წარმოებისას არგუმენტად.

რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიას:
– კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა.
– სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
– შერჩევითი ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი.
– მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ.
– შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.

კვლევის ძირითადი მიგნებები მოკლედ:
ა) საქართველოში არსებული ხელისუფლების ცვლილებას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა;
ბ) საქართველოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა ჯამი არსებითად აღემატება “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობას;
გ) პროდასავლური ოპოზიციური ამომრჩევლის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ამა თუ იმ ფორმით გაერთიანებას, რათა არ დაიკარგოს პროდასავლური ხმები;
დ) პროდასავლური ოპოზიციური პარტიების სხვადასხვა კომბინაციით გაერთიანების გარეშე იკარგება პროდასავლური ამომრჩევლის ხმების ის რაოდენობა, რომელიც “ქართულ ოცნებას” საშუალებას მისცემს გაიმარჯვოს არჩევნებში. შესაბამისად, იმ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა, რომლებიც ვერ ლახავენ ბარიერს, მხოლოდ “ქართულ ოცნებას” დაეხმარება;
ე) პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანებების (გამსხვილებების) შესაძლო სცენარები, ამომრჩეველთა მხარდაჭერის კუთხით, არსებით განსხვავებებს არ აჩვენებს.

შესაბამისად, პროდასავლურმა პარტიებმა თავად უნდა იპოვონ მათთვის ოპტიმალური გადაჯგუფება.

ჩვენ, ჩვენი საქმიანობით, კვლავ გავაგრძელებთ საქართველოში დემოკრატიისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე იაგო კაჭკაჭიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ბ–ნი ბიძინაც ხომ ჩვენთვის წვალობს” – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი, ყაზახეთში კონსტიტუციის ცვლილებას და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ირონიული...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...