შაბათი, ივლისი 5, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაკახა კალაძე: ეროვნულმა ნაკრებმა სხვა რელსებზე გადაიყვანა არა...

კახა კალაძე: ეროვნულმა ნაკრებმა სხვა რელსებზე გადაიყვანა არა მარტო ქართული ფეხბურთი, არამედ მთელი საქართველო

ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არავისზე ნაკლები შესაძლებლობები არ გვაქვს და ტოლს არ ვუდებთ არცერთ საჩემპიონო გუნდს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ წარმატებით ამაყია თავადაც და ყველა ქართველი გულშემატკივარი.

არ შემიძლია, დიდი მადლიერებით და სიამაყით არ გამოვეხმაურო ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე და იმ ლამაზ, სანახაობით ფეხბურთს, რითაც ფეხბურთის უამრავი მოყვარულის გული დაიპყრო ჩვენმა დებიუტანტმა გუნდმა. იყო მოგებაც და წაგებაც, მაგრამ რაც მთავარია, ეროვნულმა ნაკრებმა აჩვენა ის შთამბეჭდავი შედეგი, რომელსაც, რამდენიმე თვის წინ, გულშემატკივართა დიდი ნაწილი არც ელოდა. ეროვნულმა ნაკრებმა, შეიძლება ითქვას, სხვა რელსებზე გადაიყვანა არა მარტო ქართული ფეხბურთი, არამედ მთელი საქართველო; გააჩინა თვითრწმენა, მოტივაცია და უფრო დიდი გამარჯვებების მოლოდინი; კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არავისზე ნაკლები შესაძლებლობები არ გვაქვს და ტოლს არ ვუდებთ არცერთ საჩემპიონო გუნდს.

რამდენიმე დღის წინ, ვიმყოფებოდი იტალიაში, სადაც შევხვდი ჩემს ყოფილ კოლეგებს. მართლაც ამაყი ვარ იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ საქართველოს, ქართული ფეხბურთის მიმართ და სასიამოვნო იყო იმ სიტყვების მოსმენა, რასაც ჩვენს ბიჭებზე საუბრობდნენ. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველი გულშემატკივარი ამაყია ამ მიღწევით. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ფეხბურთელს იმ შრომისა და თავდადებისთვის, რაც მინდორზე აჩვენეს. მადლობა მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ნაკრები წარმატებული ყოფილიყო. აქვე მადლობა მთლიანად სამწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ პერსონალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს და ვიცე-პრეზიდენტებს იმ შრომისთვის, რაც ეროვნული ნაკრების ამ წარმატებამდე მისვლისთვის გაიღეს.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ლევან კობიაშვილს, რომელმაც თავისი შრომით და ნიჭით ყველაფერი გააკეთა, რომ ეროვნული ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო. მადლობა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებს. ეს წარმატება და გამარჯვება შემთხვევით არ მოსულა. ამ ყველაფერს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიდიოდა მუშაობა იმაზე, რომ ნაკრები ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრილიყო. ეს სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა. იყო რთული მომენტებიც, თუნდაც წინა ჩემპიონატზე გვქონდა შესაძლებლობა, რომ ტურნირზე გავსულიყავით. სამწუხაროდ, მაშინ მაკედონიასთან დავმარცხდით. ბევრს არ სჯეროდა ჩვენი ნაკრების, იყო ბევრი კრიტიკა, ხშირად დაუმსახურებელიც კი, თუმცა მთავარია რწმენა – გვჯეროდა, რომ ამ გზით და სულისკვეთებით წარმატებას მივაღწევდით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ქართული ფეხბურთისა და ზოგადად სპორტში შეტანილი წვლილისთვის მადლიერება გამოხატა საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რაც ჩვენი ბიჭებისთვის გააკეთეს. ამ ადამიანს არანაირი ვალდებულება არ ჰქონია, თუმცა ჯგუფიდან გასვლისთვის ეროვნულ ნაკრებს 30 მილიონი ლარი გადასცა. ეს არის დაფასება და ზოგადად სპორტის მიმართ მისი დამოკიდებულება. ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილს ქართული სპორტის, ფეხბურთის, რაგბის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, დავით ხოჭოლავას, რომელსაც ტრავმების გამო, საფეხბურთო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია.

მინდა, განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატო ფეხბურთელ დავით ხოჭოლავას მიმართ. ის წლების განმავლობაში ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა. სამწუხაროდ, მას ადრეულ ასაკში, ტრავმების გამო, საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუწია. მე კარგად მესმის სპორტსმენისთვის რა მძიმეა, როცა იძულებული ხარ, შენს საყვარელ საქმიანობას თავი დაანებო ტრავმების გამო. მადლობა მას იმ თამაშებისთვის, რაც ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა. დავით ხოჭოლავას ყოველთვის ექნება ჩვენი მხარდაჭერა და სულ იქნება იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ქართული ფეხბურთი ჰქვია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რეგიონში მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკურ ცვლილებებებს, საქართველოსთან მიმართებაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...