პარასკევი, მარტი 14, 2025
23.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები“მარიონეტულ რეჟიმებს სპორტული წარმატებები არ მოსწონთ, თუ ის...

“მარიონეტულ რეჟიმებს სპორტული წარმატებები არ მოსწონთ, თუ ის მათ სამსახურში არ დგას” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, “ფორმულას” ტელეწამყვანი, ვახო სანაია Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც დღევანდელ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით ისტორიულ პარალელს ავლებს გასულ საუკუნეში საქართველოსა და ჩეხეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:

,,რადგან დღეს ჩეხეთს ვეთამაშებით.

სპორტული თვალსაზრისით, ჩეხებთან დიდი კავშირი გვაქვს. ,,შევარდნის” დაარსების იდეა ჩეხური ,,სოკოლიდან” მოდის. საქართველოში ეს სპორტული (ტანვარჯიშის – გოგონათა და ვაჟთა) საზოგადოება გიორგი და თამარ ნიკოლაძეებმა, გიორგი ეგნატაშვილმა და სხვებმა დააფუძნეს – 1918 წლის 26 მაისიდან 3 თვეში, 25 აგვისტოს. როგორც ახლა აქვს ნაკრების წარმატებას გაცილებით დიდი დატვირთვა, ვიდრე მხოლოდ სპორტია, ასე იყო მაშინაც ,,შევარდნის” შემთხვევაში.

შემთხვევითი არ არის, რომ კომუნისტები ყველგან ებრძოდნენ ამ საზოგადოების იდეას.

საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ბოლშევიკების ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ ,,შევარდენს” შეეხო. 1922 წელს ორგანიზაცია დაშალეს. ერთი წლის შემდეგ, სერგო ორჯონიკიძემ სიტყვით გამოსვლის დროს ,,შევარდენს” მტრული ორგანიზაცია უწოდა. მიზეზი მარტივია. ,,შევარდენი” საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დამცველი ორგანიზაცია იყო. ყველას გახსოვთ ეს კადრი ვიდეოქრონიკიდან. ესენი ,,შევარდნის” ტანმოვარჯიშე გოგოები არიან – 1919 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე. ,,შევარდენში” ირიცხებოდა მარო მაყაშვილიც ❤️

კომუნისტები ,,სოკოლის” იდეას ებრძოდნენ ჩეხებთანაც. 40-იანი წლების ბოლოს საზოგადოება დაშალეს, აკრძალეს. ამ დროს ჩეხოსლოვაკიას უკვე კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი კლემენტ გოტვალდი მართავდა. ,,სოკოლი” მასარიკისა და ბენეშის პერიოდის დამოუკიდებელი ქვეყნის მხარდამჭერი იყო და კომუნისტ გოტვალდის წინააღმდეგ პროტესტი პირდაპირ აღლუმზე გამოხატა. ,,სოკოლოს” აღორძინება პრაღის გაზაფხულის შემდეგ სცადეს, მაგრამ კომუნისტებმა მისი განეიტრალება მაინც შეძლეს. ,,სოკოლი” აღდგა რეჟიმის დაცემის შემდეგ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ,,სოკოლს” ნაცისტებიც სასტიკად დევნიდნენ.

სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. მარიონეტულ რეჟიმებს სპორტული წარმატებები არ მოსწონთ, თუ ის მათ სამსახურში არ დგას. მათთვის კოშმარია ხალხისა და ქვეყნის სამსახურში მყოფი ნებისმიერი სპორტული საზოგადოება. ასეთ დროს რეჟიმი გარიყულად და დამარცხებულად გრძნობს თავს. 26 მარტს სწორედ ეს მოხდა. ვერავინ მიისაკუთრა. კობახიძე (სტალინის მარიონეტ გოტვალდის კარიკატურა) საერთოდ სცენიდან ჩამოაგდო ხალხმა. ამიტომ დუმდა ივანიშვილი, ბრაზს თვალთმაქცურადაც კი ვერ მოერია, არც ხალხს მიულოცა საჯაროდ და არც ნაკრებს. ერთი თვე საერთოდ ხმა არ ამოუღია ამ თემაზე. ზუსტად ის მიზეზია, რის გამოც სერგო ორჯონიკიძემ ,,შევარდენი” დაშალა თავის დროზე.

არა რუსულ კანონს !

არა რუსულ რეჟიმს !

გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ ნაკრებს, რომელიც ხალხს აერთიანებს !

გამარჯვება საქართველოს ჩეხეთთან მატჩში!”, – წერს ვახო სანაია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში Deep...

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“თეატრალურ ინსტიტუტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველკოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტისთვის...

“გაუმარჯოს ვინც იბრძოდა და წავიდა. გაგვიმარჯოს ვინც დავრჩით! და მივხედოთ საქმეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველოს დატოვებისა და ემიგრაციაში წასვლის მოხშირებულ ფაქტებს ეხმაურება სამოქალაქო...

“ეს ქვეყანა პატრიოტი ადამიანების დასაცავია და ასე გავაგრძელებთ” – ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“მთელი ცხოვრება ჩმორი მაინც და მაინც ამ სტიქიურ უბედურებაში აბლატავდა” – შალვა ნათელაშვილი არჩილ...

დიდთოვლობის დროს, გურიაში სტიქიის ზონაში, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ...