ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკახალხის ხმა "პარალელზე": გამოკითხვის შედეგები "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით

ხალხის ხმა “პარალელზე”: გამოკითხვის შედეგები “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით

საზოგადოების აზრი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს მნიშვნელოვანია და სააგენტო ,,პარალელი” აგრძელებს ქუჩის გამოკითხვებს.

რუბრიკაში ,,ხალხის ხმა პარალელზე” რესპონდენტები შემთხვევითობის პრინციპით გამოიკითხა.

რესპონდენტებმა შეფასებები გააკეთეს, თუ რა გავლენას იქონიებდა საზოგადოებაზე ,,გამჭვირვალობის კანონის” მიღება, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია, ასევე, ,,რუსული კანონის” სახელითაც.

  • თქვენი აზრით, რა პროცესები განვითარდება ,,გამჭვირვალობის კანონის” (რომელსაც ,,რუსულ კანონსაც” ეძახიან) ამოქმედებით?

გთავაზობთ რესპონდენტების პოზიციებს კომენტარების სახით:

,,ყოველ შემთხვევაში, კარგი არაფერი”;

,,ცუდია, არაეროვნულია, ძირს უთხრის ჩვენ სახელმწიფოებრიობასაც და ჩვენი შვილების მომავალსაც”;

,,კონკრეტულად მე არ შემეხება. ეს შეეხება საზოგადოების ისეთ ნაწილს, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებენ. მაგალითად, ამერიკიდან ფინანსდებიან. შესაბამისად, ოპოზიციამ აიყოლია სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, რომ ეს რუსული კანონი არისო”;

,,ძალიან ცუდია, მეტი რომ არ შეიძლება… ჩრდილოეთ კორეაში ვართ”;

,,მე არ ვთვლი მაგას რუსულ კანონად”;

,,ხელისუფლება გასაქანს არ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ განახორციელოს პროექტები, იყოს თავისუფლება – სიტყვის, ყველანაირი თავისუფლება შეიზღუდება. ეს არის დიქატურის გამოცხადებული ქრონიკა. არ უნდა დავუშვათ ამის ამოქმედება და არავინ უნდა შეეგუოს ამ კანონს”;

,,გავრუსდებით ჩვეულებრივად, გავხდებით ჩრდილოეთ კორეა”;

,,მე არ ვიცი, სინამდვილეში მართლა რუსულია თუ არა, გაურკვევლობაა”;

,,ჩემი აზრით, ძალიან დიდი გადატრიალება მოხდება, თუ მიიღებენ”.

თქვენი პოზიციაც შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარებში👇

სააგენტო ,,პარალელი” კვლავაც აგრძელებს გამოკითხვებს სხვადასხვა თემებზე, რომლის შედეგებსაც გავაცნობთ ჩვენს მკითხველებს.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...