14 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 15 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.
ერთი თვის წინ ლარის კურსი, სერიოზული ვარდნის შემდეგ, რამდენიმე დღისთ დასტაბილურდა, ივნისის დასაწყისში კი სახეზე ისევ გაუფასურებაა, რაც გასულ კვირაშიც გაგრძელდა, თუმცა ბოლო ვაჭრობაზე, უმრავლეს შემთხვევაში, ლარის გამყარების ნიშნები გამოჩნდა. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
11 ივნისი – 2.8490;
12 ივნისი – 2.8646;
13 ივნისი – 2.8664;
14 ივნისი – 2.8693.
ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უმნიშვნელოდ, თუმცა გამყარდა, 0.0005 ლარით და 1 აშშ დოლარი 15 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.8688 ლარი.
ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
11 ივნისი – 3.0584;
12 ივნისი – 3.0763;
13 ივნისი – 3.0834;
14 ივნისი – 3.0991.
ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე უკვე საგრძნობლაც გამყარდა, 0.0309 ლარით და 15 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 3.0682 ლარი.
სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რიგ შემთხვევაში საგრძნობლადაც კი გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6471 ლარი (გამყარდა 0.0193 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0878 ლარი (გამყარდა 0.0010 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.7047 (გაუფასურდა 0.0005 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6880 ლარი (გაუფასურდა 0.0006 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.3929 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2118 ლარი (გაუფასურდა 0.0098 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9536 ლარი (გამყარდა 0.0027 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.4332 ლარი (გამყარდა 0.0011 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.7006 ლარი (გამყარდა 0.0284 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8275 ლარი (გაუფასურდა 0.0022 ლარით).
რუბლთან მიმართებაში ბოლო 3 კვირაა გრძელდება ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა და რამდენიმე დღით კურსის გაუმჯობესების შემდეგ, ბოლო კვირაში ისევ განაგრძო გაუფასურდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
11 ივნისი – 3.2000;
12 ივნისი – 3.2128;
13 ივნისი – 3.2088;
14 ივნისი – 3.2665.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე უკვე საგრძნობლად გამყარდა, 0.0550 ლარით 100 რუსულ რუბლზე, თუმცაღა ისევ დარჩა 3 ლარის ნიშნულს მაღლა და შესაბამისად, 15 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.2115 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი