ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 8-10 ივნისის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 8-10 ივნისის პერიოდისთვის

7 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 8 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.

მაისის შუა თვეში ლარის კურსის სერიოზული ვარდნის შემდეგ, რამდენიმე დღისთ დასტაბილურდა, თუმცა თვის ბოლოდან და ივნისის დასაწყისში სახეზე ისევ გაუფასურებაა. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

4 ივნისი – 2.7914;
5 ივნისი – 2.7939;
6 ივნისი – 2.7984;
7 ივნისი – 2.8222.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0025 ლარით და 1 აშშ დოლარი 8 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.8247 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

4 ივნისი – 3.0236;
5 ივნისი – 3.0359;
6 ივნისი – 3.0416;
7 ივნისი – 3.0703.

ეროვნული ვალუტა,. ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0064 ლარით და 8 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 3.0767 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, უმრავლეს შემთხვევაში გაუფასურდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6142 ლარი (გაუფასურდა 0.0060 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0875 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.7016 (გამყარდა 0.0011 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6612 ლარი (გაუფასურდა 0.0015 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.2805 ლარი (გაუფასურდა 0.0115 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1756 ლარი (გაუფასურდა 0.0085 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9000 ლარი (გაუფასურდა 0.0040 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.3876 ლარი (გაუფასურდა 0.0068 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.5616 ლარი (გამყარდა 0.0156 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8165 ლარი (გაუფასურდა 0.0079 ლარით).

რუბლთან მიმართებაში ბოლო 3 კვირაა გრძელდება ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა და რამდენიმე დღით კურსის გაუმჯობესების შემდეგ, ბოლო კვირაში ისევ განაგრძო გაუფასურდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

4 ივნისი – 3.1275;
5 ივნისი – 3.1482;
6 ივნისი – 3.1513;
7 ივნისი – 3.1737.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0050 ლარით 100 რუსულ რუბლზე, თუმცაღა ისევ დარჩა 3 ლარის ნიშნულს მაღლა და შესაბამისად, 8 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1787 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...