spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიდომაგო იურიევიჩი: "ქართული მობილური ბაზრის კვლევა ევროკავშირის საუკეთესო...

დომაგო იურიევიჩი: “ქართული მობილური ბაზრის კვლევა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ჩავატარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ის არაკონკურენტულია და რეგულაციას საჭიროებს”

ჩვენ დავასკვენით, რომ ქართული მობილური მომსახურებების ბაზარი განიცდის კონკურენციის ნაკლებობას, ამის მიზეზი კი ბაზარზე დომინანტი კომპანიის არსებობაა, რომელსაც საფუძვლიანი კვლევის მიხედვით, „მაგთიკომი“ წარმოადგენს. ბაზრის ანალიზის შედეგად შემუშავებული ვალდებულებები, რომელიც ComCom-მა „მაგთიკომს“ უნდა დააკისროს, მოხსნიან ბაზარზე შესვლის ბარიერებს და ხელს შეუწყობენ ახალი მოთამაშეების შემოსვლას“, – აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით განხორციელებული მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტმა და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, დომაგო იურიევიჩმა ComCom-ის მიერ გამართული კვლევის პრეზენტაციის ფარგლებში გააკეთა.

დომაგო იურიევიჩის განცხადების მიხედვით, ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზრის კვლევა ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით განახორციელეს. მისივე თქმით, კვლევით დადგინდა ისიც, რომ არაკონკურენტული გარემო ბაზრის გაუმართაობაზე მიანიშნებს, რომლის ძირითად ინდიკატორებსაც ინოვაციური ტექნოლოგიების სიმწირე, ოპერატორთა მაღალი მომგებიანობის მაჩვენებელი (EBITDA მარჟა) და შემოსავლების მზარდი ტენდენცია წარმოადგენს. ექსპერტმა აღნიშნა ისიც, რომ ქართულ ბაზარზე ოპერირებს მხოლოდ ერთი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO), მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნების ბაზარზე არაერთი მსგავსი კომპანია არსებობს, რაც, ამ უკანასკნელზე დაბალ ბარიერებსა და შესაბამისად – ნაკლებ რეგულაციებს განაპირობებს.

შეხვედრის ფარგლებში, ექსპერტმა ქართული ბაზრის კონკურენციის პრობლემების აღმოფხვრასა და გადაჭრის გზებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც, მისი თქმით, „მაგთიკომისთვის“ დაშვების ვალდებულებების დაკისრებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც, მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორმა საკუთარ ინფრასტრუქტურაზე დაშვების მსურველ კომპანიებს წვდომა უნდა მისცეს: „კვლევის მიხედვით, აღნიშნულმა დაშვების მსურველმა ოპერატორებმა, შესაბამისი საფასურის გადახდის შემდგომ, უნდა შეძლონ „მაგთიკომის“ ინფრასტრუქტურაზე დაშვება და ქსელის გამოყენება. ამგვარად, ეს მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება და ამასთან, გამოიწვევს ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და ფასებს შეამცირებს“, – აღნიშნა ევროკავშირის ექსპერტმა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახურ ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...