ორშაბათი, ივლისი 7, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 1-3 ივნისის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 1-3 ივნისის პერიოდისთვის

31 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 1 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.

მაისის თვე ლარის კურსის სერიოზული რყევებით გამოირჩეოდა. შუა თვეში სახეზე იყო კურსის სერიოზული ვარდნა, რაც შემდგომში დასტაბილურებაში გადავიდა, თუმცა თვის ბოლოს სახეზე ისევ გაუფასურება იყო. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

28 მაისი – 2.7680;
29 მაისი – 2.7847;
30 მაისი – 2.7874;
31 მაისი – 2.7968.

რამდენიმე დღიანი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე მცირედით გამყარდა, 0.0019 ლარით და 1 აშშ დოლარი 1 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.7949 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

28 მაისი – 3.0058;
29 მაისი – 3.0295;
30 მაისი – 3.0227;
31 მაისი – 3.0259.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0060 ლარით და 1 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 3.0319 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5548 ლარი (გამყარდა 0.0024 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0868 ლარი (გაუფასურდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6887 (გამყარდა 0.0017 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6428 ლარი (გამყარდა 0.0035 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.2063 ლარი (გაუფასურდა 0.0258 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0835 ლარი (გამყარდა 0.0028 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8597 ლარი (გამყარდა 0.0054 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.3486 ლარი (გამყარდა 0.0083 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.5162 ლარი (გამყარდა 0.0059 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7772 ლარი (გამყარდა 0.0047 ლარით).

ანალოგიური სიტუაცია დაფიქსირდა ასევე რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

28 მაისი – 3.1241;
29 მაისი – 3.1491;
30 მაისი – 3.1098;
31 მაისი – 3.1101.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0129 ლარით 100 რუსულ რუბლზე, თუმცაღა ისევ დარჩა 3 ლარის ნიშნულს მაღლა და შესაბამისად, 1 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0972 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ივლისის პერიოდისთვის

4 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...