17 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 18 მაისიდან 3 დღის განმავლობაში.
აპრილის არასტაბილური პერიოდის შემდეგ, მაისში ეროვნულმა ვალუტამ დაიწყო დასტაბილურება, გამყარების ნიშნებით, თუმცა ბოლო კვირაში სახეზე იყო კურსის სერიოზული ვარდნა. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
14 მაისი – 2.6804;
15 მაისი – 2.6866;
16 მაისი – 2.7323;
17 მაისი – 2.7596.
რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე მცირედით გამყარდა, 0.0011 ლარით და 1 აშშ დოლარი 18 მაისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.7585 ლარი.
ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
14 მაისი – 2.8892;
15 მაისი – 2.9005;
16 მაისი – 2.9577;
17 მაისი – 3.0002.
აქაც, რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0092 ლარით და 18 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9910 ლარი.
სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4914 ლარი (გამყარდა 0.0058 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0855 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6992 (გამყარდა 0.0018 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6223 ლარი (გამყარდა 0.0006 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1114 ლარი (გამყარდა 0.0010 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0327 ლარი (გამყარდა 0.0244 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8169 ლარი (გამყარდა 0.0071 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.3102 ლარი (გაუფასურდა 0.0052 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.4395 ლარი (გამყარდა 0.0535 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7695 ლარი (გამყარდა 0.0143 ლარით).
ანალოგიური სიტუაცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
14 მაისი – 2.9266;
15 მაისი – 2.9399;
16 მაისი – 2.9934;
17 მაისი – 3.0377.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე აქაც გამყარდა, 0.0040 ლარით 100 რუსულ რუბლზე, თუმცა ისევ დარჩა 3 ლარის ნიშნულს მაღლა და შესაბამისად, 18 მაისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0337 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი