10 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 11 მაისიდან 3 დღის განმავლობაში.
აპრილის ბოლო კვირა ლარის კურსის არასტაბილურობით გამოირჩეოდა და სახეზე იყო მკვეთრი გაუფასურება თუ გამყარება, მაისიდან კი ეროვნულმა ვალუტამ დაიწყო დასტაბილურება გამყარების ნიშნებით. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 3 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
8 მაისი – 2.6835;
9-10 მაისი – 2.6849.
ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0042 ლარით და 1 აშშ დოლარი 11 მაისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6755 ლარი.
ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 3 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
8 მაისი – 2.8848;
9-10 მაისი – 2.8812.
ბოლო ვაჭრობაზე ვაჭრობაზე ლარის მცირედით გაუფასურება, მოჰყვა – 0.0025 ლარით და 11 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8837 ლარი.
სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3527 ლარი (გაუფასურდა 0.0055 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0829 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6753 (გამყარდა 0.0055 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5735 ლარი (გამყარდა 0.0024 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.8978 ლარი (გაუფასურდა 0.0047 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9505 ლარი (გაუფასურდა 0.0012 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7032 ლარი (გამყარდა 0.0054 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2042 ლარი (გამყარდა 0.0043 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.1827 ლარი (გამყარდა 0.0408 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7177 ლარი (გამყარდა 0.0071 ლარით).
რუსულ რუბლთან მიმართებაშიც ანალოგიური სიტუაცია დაფიქსირდა. კერძოდ, ბოლო კვირის 3 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
8 მაისი – 2.9378;
9-10 მაისი – 2.9138.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0224 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 11 მაისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.8914 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი