spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ძალისხმევა შედეგის მომტანი იქნება"...

“იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ძალისხმევა შედეგის მომტანი იქნება” – შორენა ლობჟანიძე, ნანა ხომასურიძე, მარინა ბერსენაძე-კაციტაძე, თემურ ლაჭყეპიანი – ცხოველთა უფლებების დამცველები განცხადებას ავრცელებენ

საქართველოში მოქმედმა ცხოველთა უფლებების დამცველებმა შორენა ლობჟანიძემ, ნანა ხომასურიძემ და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა ააიპ ,,ადამიანები ცხოველებისთვის“ თავმჯდომარემ – მარინა ბერსენაძე-კაციტაძემ და ააიპ ,,საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ თავმჯდომარემ – თემურ ლაჭყეპიანმა ერთობლივად მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ალტერნატიულ წინადადება წარუდგინეს:

,,ცვლილება ეხება „ცხოველების ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“, დანართი №5-ის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას, რომლის მიხედვით მოთხოვნილია უპატრონო/უმეთვალყურეო/მიუსაფარი ცხოველების ევთანაზიის გაუქმება.

არსებული რედაქციით ცოფთან შემხებლობაში მყოფი ყველა ცხოველი, რომელსაც 10 დღიანი დაკვირვების ვადის ამოწურვის შემდეგ არ გამოუჩნდება მინიმუმ მიმკედლებელი, ექვემდებარებოდა ევთანაზიას, რაც ცალსახად ამაზრზენი და დაუშვებელია.

აღნიშნული ქმედება არანაირად არ ემსახურება პოპულაციის მართვას და კომპანიონი შინაური ბინადარი ცხოველების სასიკვდილოდ გამეტებაა, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი შემთხვევით აღმოჩნდნენ ცოფით დადასტურებული ინფიცირებული ადგილიდან 3 კმ. რადიუსში და მათ არ ყავთ ოფიციალური მიმკედლებელი, სახელმწიფო არ უნდა იმეტებდეს სასიკვდილოდ.

ჩვენ მიერ წარდგენილი ალტერნატიული წინადადებით 15 დღიან საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ აცრილი ცხოველები გადადიან 45 დღიან, ხოლო აუცრელები 6 თვიან დაკვირვებაზე მუნიციპალური თვითმმართველობის ან მომსახურე თავშესაფარში სახელმწიფოს ხარჯზე და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ძალისხმევა შედეგის მომტანი იქნება“, – განაცხადეს ალტერნატიული წინადადებების ავტორებმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ისადა, რატომ არ ჰქონდა ქართულ ოპოზიციას 2024-ის არჩევნების დღეს დაორგანიზებული მიტინგი?!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას კონკრეტული შეკითხვა-მინიშნებებით მიმართავს: "ისადა, რატომ არ...

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...