ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგადავწყვიტე, უკვე ღიად, აქტიურად, ორგანიზაციულად, ჩავერთო ჩვენი ხალხის...

გადავწყვიტე, უკვე ღიად, აქტიურად, ორგანიზაციულად, ჩავერთო ჩვენი ხალხის დასახმარებლად, ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც უმწვავესად აკრიტიკებს მოქმედ ხელისუფლებას და აცხადებს, რომ ოპოზიციურ ძალებთან ერთად პირადად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად:

მე მინდა გითხრათ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე, თუ ვის ხელში გადავიდა ქვეყანა.

“ქართული ოცნებაო” და ამის მაგივრად მოგვაჩეჩეს გაჭირვება, დახოცილი ბავშვები, კაპიკებზე დღე და ღამე შრომა უცხოეთში, ბრძოლა გადარჩენისთვის.
ეს არ არის ის, რასაც იმსახურებს ქართველი ხალხი!

ეს ხალხი გვეუბნება, რომ უნდა დარჩეს კიდევ ჯერ 4, მერე კიდევ 4 და მერე კიდევ ალბათ კიდევ 10-16 წლით.
დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ, ვინ არის ეს ხალხი:
მაოხრებელი ივანიშვილი, ბრიყვი თალაკვაძე, ბოროტი წულუკიანი, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი, ბოლომდე გათავხედებული მექრთამე კალაძე და უამრავი სხვა კიდევ არარაობა, რომელიც ანადგურებს ჩვენს ქვეყანას.

გავიდა უკვე 8 წელი და ეს ხალხი არსად არ აპირებს წასვლას და უფრო მეტიც, უნდათ რომ მიგვაჩვიონ ამ არანორმალურ გიჟურ მდგომარეობას!
ამიტომ, რა თქმა უნდა მე გვერდზე ვერ გავდგები და გადავწყვიტე, უკვე ღიად, აქტიურად, ორგანიზაციულად, ჩავერთო ჩვენი ხალხის დასახმარებლად, ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად და საქართველოს სწრაფი განვითარების გზაზე მყარად დასაბრუნებლად.

მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ მე რა თქმა უნდა ვარ მომხრე ყველა ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის, მე ვარ მომხრე ჩვენი ფართო ფრონტის შექმნის, მე ვარ მომხრე იმისა,რომ არცერთი ძველი თანამდებობის პირი არ დაბრუნდეს თავის კაბინეტში და ბევრი ახალი ადამიანი, ღირსეული მოვიდეს პოლიტიკაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა და ამაზე აქტიურად ვმუშაობ და ყველაფერ ამაში უშუალოდ მივიღებ ძალიან აქტიურ მონაწილეობას,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში.

ვიდეომიმართვაში ასევე საუბარია იმაზე, თუ როდის და ვისთან ერთად აპირებს იგი პოლიტიკურ აქტივობებს, სად იქნება მთავარი შტაბი და ვისი უშუალო მხარდაჭერის იმედი აქვს ამ პროცესში:

პირველი მარტიდან, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა.

ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას მე გვერდით, ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და მაქვს მე და ყველა ჩემს რესურს, ყველა ჩემს კონტაქტს ადამიანურს, პოლიტიკურს ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ ეს უბედურება სწრაფად გადაილახოს,” – აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ყურადღებით დავაკვირდებით ქოცპროპაგანდას, დავინახავთ მათ მთავარ გზავნილს – ღირსებით პუტინისკენ!” – პაატა მანჯგალაძე: 

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“ახლაც ბევრს ფსკერზე მყოფს გამოუჩნდა იმედები ასპარეზზე გამოსვლის და ხშირად ყველაზე უნიჭოები იწყებენ ფუთფუთს…”...

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...

“ნუ ქმნით დრამას თქვენი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისთვის და ნუ აძლიერებთ რეჟიმს, ამ სასაცილო, სამარცხვინო, მორღვეულ...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ცალკეული პირების მიერ...

“მე რა მოსაყვანი ვარ [მაგალითისთვის], თვით დავით აღმაშენებელი, რომ ჩაგვარდნოდათ ხელში დიდი სიამოვნებით გაასამართლებდით”...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“უკრაინა მზადაა რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი მშვიდობა” –...

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს, სადაც  პროცესების შეფასებას...

“ბოდიშს დიდი ძალა აქვს. მიშაზე ბევრს აქვს მოსახდელი ბოდიში. მე, ეს დიდი ხნის წინ...

პარლამენტის ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე, ერთი ისტორიის...