სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაქართველოს პარლამენტიპარლამენტმა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა “საგადასახადო კოდექსში” ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანას მესამე მოსმენით, 73 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით, ხორციელდება ფიზიკური პირების ხელშეწყობა და სტიმულირება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა ხელახლა, საგადასახადო ვალდებულების გარეშე, განაახლონ საქმიანობა.

ამავე პროექტით განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე ან აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.

კანონპროექტით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი ასევე თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. ხოლო საქართველოს საწარმო, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით, 2030 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

პაატა კვიჟინაძის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესის წახალისება, ამ ოპერაციებზე დროებითი საგადასახადო შეღავათების დადგენის გზით.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა და გოგი მეშველიანი.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება...

„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...