spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ პარლამენტში როგორც კი იწყებ საუბარს იმაზე, რაც...

“ამ პარლამენტში როგორც კი იწყებ საუბარს იმაზე, რაც ქართველ ხალხს აწუხებს, რუსი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიკროფონს გითიშავს და დარბაზიდან გაძევებს” – სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრი, ,,პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს მისი კოლეგის, ირაკლი კუპრაძის დაკავების ფაქთან დაკავშირებით:

,,ამ პარლამენტში როგორც კი იწყებ საუბარს იმაზე, რაც ქართველ ხალხს აწუხებს, რუსი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიკროფონს გითიშავს და დარბაზიდან გაძევებს.

ჩემი შეკითხვა გომელაურთან არის შემდგომი – როდესაც სცემეს, დააპატიმრეს ადამიანები, მათ შორის – სცემეს, სასტიკად სცემეს და დააპატიმრეს ჩემი კოლეგა, ,,ლელოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე.

გუშინ სასამართლოზე, ამ სამარცხვინო კაცის, რომელიც საქართველოს ისტორიაში დიდი შანსი აქვს შევიდეს არა როგორც გომელაური, არამედ როგორც როდიონოვი, მისმა უწყებამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი საბუთი, რას აშავებდა ირაკლი კუპრაძე, როდესაც დააგდეს მიწაზე, სცემეს და დააპატიმრეს.

დღეს პარლამენტში არ შემოგვატანინეს ფოტომასალა, რომელიც ასახავს, როგორ ჰყავდა ძირს დაგდებული პოლიციას ირაკლი კუპრაძე და როგორ ურტყამდნენ. პაპუაშვილი ფოტო მასალის შემოტანის უფლებას არ იძლევა პარლამენტში. როდესაც კითხვებზე პასუხი არ აქვთ, დარბაზიდან აძევებენ ოპოზიციონერ დეპუტატებს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა

ინფორმაციისთვის: პარლამენტში შს მინისტრის, ვახტან გომელაურის მოსმენა მიმდინარეობს, რა დროსაც სალომე სამადაშვილს სხდომა დარბაზი დაატოვებინეს.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

“ზუსტად ამდენი მტერი ჰყავს ქვეყანას, რაც გუშინ საღამოს ვიხილეთ – ოლიგოფრენთა მცირე ნაკადი” –...

"ოპოზიციის ალიანსის" მიერ ორგანიზებულ 26 მაისის საპროტესტო აქციას ირონიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...