პარასკევი, აპრილი 11, 2025
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტურიზმიბათუმის პოზიციონირება ევროპულ ბაზრებზე გრძელდება

ბათუმის პოზიციონირება ევროპულ ბაზრებზე გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ევროპულ ქვეყნებში ბათუმის ცნობადობის გაზრდის მიზნით მუშაობას აგრძელებს. ამჯერად, აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტები უწყებამ პრაღისა და ვენის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა. ვიზიტორების დაინტერესება, საქართველოს, როგორც ახალი და საინტერესო ტურისტული მიმართულების მიმართ მაღალია, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის არსებული პირდაპირი რეისების არსებობა. გამოფენების ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრები გამართა ჩეხეთისა და ავსტრიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციების, ასოციაციებისა და წამყვანი მედია საშუალებების მენეჯმენთან.

შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ელჩები ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკებში. გამოფენებზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარდგა.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 30-მდე საერთაშორისო ღოინისძიებასა და გამოფენაზე გეგმავს რეგიონის პოპულარიზაციას. საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები აქტიურად იქნება წარმოდგენილი როგორც ევროპულ, ისე აზიურ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორისაა ბერლინის, ლონდონის, დუბაის, პარიზისა და ბარსელონას ტურისტული გამოფენები.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ივანიშვილი წლებია ერთი და იგივე სვლებით მოძრაობს – მისი ბუტკის მთავრობაში თავისი სანდო კადრი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ სამი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს” – კახა კალაძის განმარტებები

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამის მიმდინარეობის...

“მარტო მე მეჩვენება რომ ამ ქალს დრო გაჰყავს?” – ელისო კილაძე სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების საკოორდინაციო შტაბის...