spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის რუსუდან გორგილაძის სემინარი ჩატარდა

ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის რუსუდან გორგილაძის სემინარი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „პროპაგანდისტული ხერხები: საქართველო გერმანულენოვან მედიაში“ ჩატარდა. შეხვედრას ფსიქოლოგი, ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი და ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი – რუსუდან გორგილაძე უძღვებოდა, რომელიც ჰარვარდში ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის მეცნიერი, ასევე, ევროკავშირისა და საქართველოს შორის პარტნიორობის სახელმწიფო დელეგაციის წევრი იყო.

სემინარის ფარგლებში, გერმანულენოვან მედიაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით, განხილული იყო პროპაგანდის ფორმები და ხერხები. მონაწილეები ასევე გაეცნენ დეზინფორმაციისა თუ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა მაგალითს და იმ შედეგებს, რომლებიც აღნიშნული ტიპის ინფორმაციების გავრცელებას მოჰყვა. სემინარის დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიის წარმომადგენლებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს, მეხუთე წელია, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სთავაზობს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...