სამშაბათი, ივლისი 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები2023 წლის ანგარიშთან ერთად, შევაჯამებ ამ მოწვევის პარლამენტის...

2023 წლის ანგარიშთან ერთად, შევაჯამებ ამ მოწვევის პარლამენტის გარშემო და მისი მონაწილეობით განვითარებულ პროცესებს, რომლებიც პოლიტიკური და, შეიძლება ითქვას, ისტორიული მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის ანგარიშის სიტყვით გამოსვლის დროს შალვა პაპუაშვილმა შეაჯამა განვლილი წელი და ისაუბრა იმ გამოწვევევების შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მე-10 მოწვევის პარლამენტთან ერთად გაუმკლავდა.

მისი თქმით, ეს იყო პანდემია, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, სადაც საქართველო დადგა ისტორიული საფრთხის წინაშე – ჩაბმულიყო მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტში და რადიკალურ ოპოზიციასთან გამკლავება, რომელიც ქვეყნის წინაშე მესამე დიდი საფრთხედ იქცა.

,,პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი მიმართვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბოლო საანგარიშო გამოსვლაა. ამიტომ გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და 2023 წლის ანგარიშთან ერთად,შევაჯამებ ამ მოწვევის პარლამენტის გარშემო და მისი მონაწილეობით განვითარებულ პროცესებს, რომლებიც პოლიტიკური და, შეიძლება ითქვას, ისტორიული მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს და მის ხელისუფლებას მოუხდა რამდენიმე ეპოქალური გამოწვევისთვის თავის გართმევა. მართლაც, საქართველოს პარლამენტს და მთავრობას მოუწია საუკუნეში ერთხელ რომ ხდება, ისეთი მსოფლიო პანდემიის მართვა, ხალხის სიცოცხლის მაქსიმალურ შენარჩუნებასა და ეკონომიკის გადარჩენას შორის დანის პირზე სიარული. პანდემია დასრულებული არ იყო, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში. საქართველო დადგა ისტორიული საფრთხის წინაშე – ჩაბმულიყო მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტში, რომელიც არანაკლებ ნგრევასა და ადამიანურ ტრაგედიას მოიტანდა, ვიდრე 1990-იანი წლების ქაოსმა გამოიწვია. ამ ორი უდიდესი საფრთხის მოსაგერიებლად ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას პასუხისმგებლიანი და პატრიოტი პოლიტიკური ოპოზიცია მხარში დაუდგებოდა და ქვეყნის გაერთიანებაში დაეხმარებოდა. საქართველოში კი პირიქით მოხდა. რეალურად, ოპოზიციის რადიკალიზაცია ჩვენი ქვეყნისათვის მესამე დიდ საფრთხედ იქცა.

ყველას გახსოვთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს რადიკალიზაციის მასშტაბი, როდესაც არჩევნების ე.წ. „გაყალბების“ პროპაგანდით რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების არადემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდების მცდელობასაც კი არ მოერიდნენ. მსგავსი რამ განმეორდა 2022 წელს, როდესაც, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პარალელურად, ოპოზიცია საკუთარ ხალხს დაუპირისპირდა და ხელისუფლებას უკრაინაში მებრძოლების გაგზავნისა და რუსეთთან სანქციების ომში ჩაბმისკენ ღიად მოუწოდებდა,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სამივე დიდი საფრთხის გასანეიტრალებლად.

,,საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სამივე დიდი საფრთხის – პანდემიის, ომის და რადიკალიზმის – გასანეიტრალებლად. უფრო მეტიც, ამ დიდ გამოწვევებთან გამკლავება ისე მოხდა, რომ არ დაგვითმია არც ერთი დემოკრატიული მიღწევა და მონაპოვარი, შევინარჩუნეთ მშვიდობა და უსაფრთხოება, დავეხმარეთ მოძმე უკრაინელ ხალხს, მაქსიმალურად ვიზრუნეთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ისტორიულ წარმატებებს მივაღწიეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ეს არის ის ისტორიული მონაპოვარი და მემკვიდრეობა, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის ის მიღწევები, რის გამოც მოახლოებული არჩევნების წინ გვაქვს მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის დროს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანი ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...