spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე აჭარაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას...

თორნიკე რიჟვაძე აჭარაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს:

რთული მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო, დღეს მძიმე ვითარება გვაქვს რეგიონში. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ წონიარისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი.

ხულოს მუნიციპალიტეტში კი სოფელ თხილვანაში ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა, გარდაიცვალა ქალბატონი. მეორე პირი კი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გარდაცვლილი ჩვენი ორი მოქალაქის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს.

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამსახური, მობილიზებულია ტექნიკა.

მოსახლეობას ვთხოვ, გზებზე გადაადგილებისგან ამ ეტაპზე მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად და სტიქიასთან გასამკლავებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...