spot_img
მთავარიანალიტიკაშსს სტატისტიკა: დანაშაულის სერიოზული მატება 9 თვის შედეგების...

შსს სტატისტიკა: დანაშაულის სერიოზული მატება 9 თვის შედეგების მიხედვით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა რეგისტრირებული დანაშაულის 9 თვის შედეგები. ეს მონაცემები ადასტურებს ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებას.

როგორც სტატისტიკური ანგარიშიდან ირკვევა, სერიოზული მატებაა დანაშაულის საერთო რაოდენობაში. კერძოდ, გასული წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით, მიმდინარე წლის 9 თვეში დანაშაულის რაოდენობა გაზრდილია 16277-ით, მატება +59.04%. საერთოდ კი 2018 წლის 9 თვის განმავლობაში სულ ჩადენილია 43845 დანაშაული, მათგან გაიხსნა 15754, რაც შეადგენს 35.93%-ს.

 

გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, რომ საგრძნობლადაა გაზრდილი შემდეგი სახის დანაშაულები:

  • განზრახ მკვლელობის მცდელობა (სსკ 19-109 მუხლი) – გასულ წელს 13 დანაშაული, მიმდინარე წელს კი – 28, დანაშაულის ზრდაა 115.38%-ით;
  • ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული +4397 (114.24%);
  • ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა +21 (262.5%). გასული წლის 9 თვეში – 8 დანაშაული, მიმდინარე წელს – 29;
  • დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ +1446 (271.8%);
  • 353.1%-ით გაიზარდა მუქარის შემცველი დანაშაული. გასული წლის 9 თვეში ასეთი დანაშაულის სულ 290 ფაქტი იყო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 1314;
  • მაღალია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის ზრდაც +7739 (76.79%).

 

არის ცალკეული დანაშაულები, რომელთა გახსნის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, კერძოდ:

  • მიმდინარე წლის 9 თვეში საკუთრების წინააღმდეგ სულ ჩადენილი 17817 დანაშაულიდან გაიხსნა 4715 (26.46%);
  • ბინაში შეღწევით ქურდობის 1744 ფაქტიდან მხოლოდ 242 გაიხსნა (13.88%);
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთის 96 ფაქტიდან გაიხსნა 27 (28.13%);
  • სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების 307 ფაქტიდან გაიხსნა 2 (0,65%);
  • ასევე, იკლო განზრახ მკვლელობის გახსნის მაჩვენებელმა – შარშან 87.72%, წელს – 59.65%.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა ნარკოტიკული დანაშაული საერთო რაოდენობა – 396 ფაქტით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამავდროულად 206.96%-ით გაიზარდა ნარკოტიკების შემცველ მცენარეთა უკანონო დათესვის ფაქტები – გასულ წელს დაფიქსირდა 115 დანაშაული, მიმდინარე წელს 353. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წელს, პირველი ექვსი თვის მონაცემებით, დაფიქსირდა ამ სახის 113 დანაშაული, რაც მომდევნო 3 თვეში კიდევ 240-ით გაიზარდა.

წყარო: შს სამინისტრო

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

2026 წლის 1 მაისიდან 2 ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 5.2 ათასი ტონა მოცვი, 34.2...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით: 2026 წლის 1...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...