spot_img
მთავარიანალიტიკა"აქვს თუ არა ოპოზიციას უნარი ადეკვატური ოპონირება გაუწიოს...

“აქვს თუ არა ოპოზიციას უნარი ადეკვატური ოპონირება გაუწიოს არა ფანტომურ ორირაკლის გაუგებრობას, არამედ სრულიად რეალურ ბიძინა ივანიშვილს” – გია ხუხაშვილი

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებას თავისი ანალიტიკური შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი:

თავი გავანებოთ ბიძინას ჩრდილიდან გამოსვლის მოტივებს, მისი ხელის ბიჭების დიფირამბებით შენიღბულ შიშებს, ოპოზიციის უსაფუძვლო ბაქიბუქს და ვცადოთ ვუპასუხოთ მთავარ კითხვას – რას ნიშნავს ეს ქართული სახელმწიფოსთვის და პოლიტიკური პროცესისთვის?

ჩემის აზრით, მისი ეს ნაბიჯი ძირითადად დადებითად უნდა შეფასდეს შემდეგი მიზეზებით:

1. გარკვეული აზრით აღდგა პოლიტიკური წესრიგი. ანუ გადაწყვეტილების მიმღები პირი შესაბამისად პასუხისმგებელიც ხდება პროცესებზე, რაც ოპოზიციას აძლევს საშუალებას პოლიტიკური ფოკუსი გაასწორონ და მუდმივად ფანტომებს არ სდიონ;

2. ბიძინა, არსაიდან მოსული მისი ე.წ. “გუნდისგან” განსხვავებით აღიარებს გარკვეულ წითელ ხაზებს, რადგან იცის მათი დარღვევის რეალური ფასი. შესაბამისად, მიუხედავად აგრესიული კამპანიისა, არ უნდა ველოდოთ ე.წ. “ბესპრედელს” რაც დამახასიათებელია მშიშარა, კოლბაში გამოყვანილი მისი გუნდის წევრებისთვის;

3. კორუფციული ქაოსი მოწესრიგდება და მას კონტროლირებადი სახე მიეცემა.

ერთადერთი კითხვა რჩება – აქვს თუ არა ოპოზიციას უნარი, სწორად შეაფასოს შექმნილი მოცემულობა და ადეკვატური ოპონირება გაუწიოს არა ფანტომურ ორირაკლის გაუგებრობას, არამედ სრულიად რეალურ ბიძინა ივანიშვილს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

ფადი ასლი: “ბედნიერებას არაფერი აქვს ფულთან საერთო…”

ბიზნესმენ ფადი ასლის პოზიცია-მინიშნებები: "ზოგიერთი ადამიანი იმდენად ღარიბია, რომ არასდროს...

“პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა…” – გიორგი ვაშაძე

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესებს პერიოდულად ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...