spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"53 წელია ექიმი ვარ, მსგავსი შემთხვევა არც გამიგონია,...

“53 წელია ექიმი ვარ, მსგავსი შემთხვევა არც გამიგონია, რომ დატოვო პაციენტი – მძიმე, სადაც ოპერაცია ვერ შეასრულე, ვერ გააკეთე…” – მაგული ჩხობაძე ქეთი ბერძენიშვილის მკურნალ ექიმზე

გარდაცვლილი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის დედა, მაგული ჩხობაძე საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმების მიმართ მოითხოვს გამოძიების დაწყებას, თუ რამდენად სწორად ჩატარდა ოპერაცია და შემდგომი პაციენტის მკურნალობის პერიოდი:

,,3 საათში მეუბნებიან, რომ ,,ოპერაცია დამთავრდა, ექიმი ქვევით გელოდებათ“. ჩავედი და პირველი რაც მითხრა – ,,მაგარ შარში ვართ, მე ეს ოპერაცია ვერ გავაკეთე“.

იმავე დღესვე დაიწყო მწვავე ანთებითი პროცესი სანაღვლე გზებში. ,,ავიღოთ სისხლის სტერილობაზე”, – 5 დღე ვეხვეწებოდი… 5 დღის შემდეგ აიღეს. კიდევ 5 დღის შემდეგ ველოდებოდი პასუხს. აღმოჩნდა, რომ ეს სისხლი დაკარგულია, ჩაბარებული არ არის. ქეთის მდგომარეობა მძიმდება… ხელახლა ავაღებინე და ასე, საშუალოდ 2 კვირაში მივიღეთ, რომ არის კლეფსიელა, რომელიც ამ კლინიკას აქვს, როგორც ჰოსპიტალური ინფექცია.

მოვიკითხე – ,,ჩემი ექიმი სად არის?!” მითხრეს, რომ ,,წასულია კორეაში და 26 აგვისტომდე არ იქნებაო“.

53 წელია ექიმი ვარ, მსგავსი შემთხვევა არც გამიგონია, რომ დატოვო პაციენტი – მძიმე, სადაც ოპერაცია ვერ შეასრულე, ვერ გააკეთე… პაციენტი მძიმდება… და არ ვიცი სად არის ჩემი ექიმი…“, – იხსენებს მაგული ჩხობაძე.

ინფორმაციისთვის: ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 8 ნოემბერს გარდაიცვალა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა…” – ომარ ფურცელაძე

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესებს პერიოდულად ეხმაურება...

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...