ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია ერთ-ერთი შეხვედრის დროს საუბრობს რუსეთის პოლიტიკის შესახებ საქართველოსთან მიმართებაში:
,,საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია რამდენიმე რამ – მშვიდობა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს. საქართველოს ყველაფრის ფასი ომით უკვე ბევრჯერ აქვს გადახდილი, ბოლო 30 წლის განმავლობაში და კიდევ უფრო ადრეც.
30 წლის განმავლობაშიც, საქართველომ ბევრჯერ გადაიხადა მოქალაქეების სიცოცხლით და ომით ფასი ევროკავშირში წევრობისაც და კიდევ ბევრი რამის. ამიტომ მშვიდობა არის მოცემულობა N1.
მეორე ყველა მეზობელთან უნდა გვქონდეს ღირსეული ურთიერთობა. ეს ღირსეული ურთიერთობა არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ჩვენი ინტერესების ხარჯზე. ეს არის ახლა ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა. არავინ მათგან რუსეთს ჩემზე უკეთესად არ იცნობს. შეუძლებელია რუსეთთან მხოლოდ და მხოლოდ დათმობის ენით საუბარი. შეუძლებელია… შენ თუ ღირსეულად არ დაიცავ შენ ინტერესებს, რუსული სახელმწიფო ყველაზე უფრო ბრუტალური და შემტევი არის იქ, სადაც შიშს დაინახავს.
ესენი ახლა როგორც იქცევიან იცოდეთ, რომ ეს რუსული ჩექმა ყველაზე უფრო მტკივნეულად მოხვდებათ ამათ. არ ატარებენ ისინი შიშს. როგორც კი ხედავენ თან, რომ შენ შენი ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებზე კი არა, კორუფციის, ფულისა და მარტო შენი ოჯახის ინტერესზე ფიქრობ, დამთავრებულია.
ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა და რისკი დღეს ის კი არ არის რუსული სახელმწიფო როგორ მოქმედებს მეზობლებთან მიმართებაში, ეს ბუნებაში ყოველთვის ასე იყო და იქნება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება იქ პრეზიდენტი – დემოკრატიული იქნება თუ არადემოკრატიული და ავტორიტარული, იმიტომ, რომ მათი დამოკიდებულება მეზობლების მიმართ ასეთია. იმიტომ, რომ ის არის დიდი იმპერიალისტური სახელმწიფო. ეს არ შეიცვლება არასოდეს. ესეთი მეზობელი გვყავს, უნდა შევეგუოთ. ჩვენ ჩვენს თავზე უნდა ვიმუშაოთ, არ უნდა გვყავდეს კორუმპირებული ელიტა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


