spot_img
მთავარირეგულაციები და წესებიComCom-მა "სეზონი ტვ" საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის...

ComCom-მა “სეზონი ტვ” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიაში შემოსული განცხადების საფუძველზე, ComCom-მა „სეზონი ტვ”-ის მონიტორინგი განახორციელა, რომლის შედეგად, მაუწყებლის ეთერში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების” შესახებ კანონმდებლობის დარღვევა გამოიკვეთა.

კერძოდ, 2023 წლის ოქტომბერში, „სეზონი ტვ”-ის ეთერში დაფიქსირდა „ტელეიმედის” მიერ დამზადებული მასალის საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით განთავსების ფაქტი. „სეზონი ტვ“-იმ ეთერში „ტელეიმედის“ მომზადებული გადაცემა მათი ნებართვის გარეშე განათავსა. გარდა ამისა, გადაცემის განთავსებისას „ტელეიმედის” ლოგო ნაწილობრივ გადაფარული, ხოლო მასალაზე დატანილი პროგრამის სათაური გადაკეთებული იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „სეზონი ტვ”-ის მხრიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავს დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...