spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 2-4 დეკემბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 2-4 დეკემბრის პერიოდისთვის

1 დეკემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 2 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში.

ნოემბრის შუა პერიოდში დაფიქსირებული ლარის არასტაბილურობა და რიგ შემთხვევაში მკვეთრი გაუფასურებაც კი, ბოლო კვირაში შეიცვალა და სახეზე იყო სტაბილურობა, გამყარების ნიშნებით, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც გამოიკვეთა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

28 ნოემბერი – 2.7113;
29 ნოემბერი – 2.7128;
30 ნოემბერი – 2.7129;
1 დეკემბერი – 2.7086.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა 0.0060 ლარით და 1 აშშ დოლარი 2 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.7026 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

28 ნოემბერი – 2.9697;
29 ნოემბერი – 2.9705;
30 ნოემბერი – 2.9769;
1 დეკემბერი – 2.9583.

ბოლო ვაჭრობაზე კიდევ უფრო გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0162 ლარით და 2 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9421 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად პრაქტიკულად იგივე მდგომარეობა გამოიკვეთა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4164 ლარი (გამყარდა 0.0097 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0935 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.7409 (გამყარდა 0.0042ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5898 ლარი (გამყარდა 0.0035 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.7291 ლარი (გამყარდა 0.0149 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0908 ლარი (გამყარდა 0.0040 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7849 ლარი (გამყარდა 0.0096 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2446 ლარი (გამყარდა 0.0034 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.2368 ლარი (გამყარდა 0.0743 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8258 ლარი (გამყარდა 0.0107 ლარით).

ლარი, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ნოემბრის შუა პერიოდში მკვეთრად გაუფასურდა, თუმცა შემდეგ იყო დასტაბილურების და გამოჩნდა გამყარების ნიშნებიც. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

28 ნოემბერი – 3.0525;
29 ნოემბერი – 3.0574;
30 ნოემბერი – 3.0503;
1 დეკემბერი – 3.0567.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე 0.0558 ლარით გამყარდა 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 2 დეკემბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0009 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 აპრილის პერიოდისთვის

24 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

მიხეილ სააკაშვილი: “ნუ დაემსგავსებით მოროშკინას”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ოპონენტებისადმი: "მე ჩემი დღევანდელი...