შაბათი, ივლისი 5, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტურიზმიაჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს უზბეკეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Titf 2023“ გაეცნენ. აჭარის სტენდთან ვიზიტორებს აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გამართეს მსხვილ ტურისტულ, მარკეტინგულ და ტურიზმის ასოციაციების წარმომადგენლებთან.

სამომავლო თანამშომლობის მიზნით ისინი ასევე შეხვდნენ უზბეკეთის რესპუბლიკის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის, უზბეკეთის ავიახაზებისა და ავიაკომპანია ‘Scat’-ის მენეჯმენტს.

შეხვედრებზე, რომლებშიც აქტიურად იყო ჩართული უზბეკეთში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელობა, უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ცნობისთვის, ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ავიაკომპანია Uzbekistan Airways-მა გასულ წელსა დაიწყო. მიმდინარე წელს კი ფრენები მაისიდან ოქტომბრამდე ხორციელდებოდა.

წელს, უზბეკეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 15,000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. მასში 30 ქვეყნის 300-ზე მეტი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იყო წარმოდგენილი. 2024 წლისთვის, უზბეკეთიდან ჟურნალისტებისა და ტურისტული კომპანიების მოწვევა პრეს და ინფოტურების ფარგლებში დაიგეგმა. ისინი აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაციას უზბეკეთში გაუწევენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეები ბათუმის პორტს სტუმრობდნენ

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა გრძელდება. ამჯერად, ინტენსიური სამთვიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...