კვირა, აპრილი 20, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიამინდის პროგნოზი10-13 ნოემბრის ამინდის პროგნოზი: საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდები

10-13 ნოემბრის ამინდის პროგნოზი: საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდები

10-13 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

🌬 10 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 11-13 ნოემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

🌥 ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 12-13 ნოემბერს +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 10 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და 14 ნოემბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.

⛅️ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

☁️ დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

🌥 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

🌬 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +13, +15 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

🌬 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +10, +12 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.

🌬 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +7, +9 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს, ღამის საათებში კი უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

18-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...

15-17 აპრილის ამინდის პროგნოზი: საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...