ორშაბათი, მაისი 19, 2025
16.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციაექიმებს საზღვრები არა აქვთ, არც მშვიდობიანობის დროს და...

ექიმებს საზღვრები არა აქვთ, არც მშვიდობიანობის დროს და არც ომიანობის დროს – თამილა ლაფანაშვილი

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა დღეს, საოკუპაციო ხაზთან. აქციის მონაწილეები დილიდან შეიკრიბნენ რესპუბლიკის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 12:00 საათზე ავტოკოლონა გაემართა ოკუპაციის ხაზისკენ.

14:00 საათზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ დუშეთის რაიონ სოფელ ოძისში, სადაც აქციის მონაწილეებს, საზოგადოებას, ოს ხალხს სიტყვით მიმართა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, რის შემდეგაც მოეწყო აქცია-პერფორმანსი და სიმბოლურად თეთრ საჰაერო ბუშტებზე დამაგრებული ექიმის თეთრი ხალათი ოკუპირებული ტერიტორიისკენ გაუშვეს:

მინდა მივმართო ჩვენს გვერდით მცხოვრებ ოს ხალხს. მე მინდა და მჯერა, რომ ის გაუგებრობები და პრობლემები, რაც გვქონდა ჩვენს ურთიერთობაში, ისევ მოგვარდება ამ პრინციპების, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით. მინდა მივმართო, რომ ვაჟა რასაც ემსახურება, ეს არის პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი დაცვა.

ვინც მას იცნობს, მთელი ცხოვრების განმავლობაში მას მეტი არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ დახმარება და იციან, როგორი დახმარება იცის მან, გვერდში დგომა და მითუმეტეს პაციენტებზე ზრუნვა. ამიტომ, სრულიად წარმოუდგენლია, რომ ის, ამ თავისი საქციელის გამო, ზის გამოკეტილი და ვიცით ჩვენ, რა საშინელ პირობებში. შეიძლება, პირობები ნორმალური აქვს, მაგრამ ის, რომ იმყოფება თავის სამშობლოში და ციხეში, თავისი ჰუმანური მისიის გამო, ეს გვანადგურებს ჩვენ, მის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

ეს ჩვენი აქცია არის ჰუმანური, არაპოლიტიკური და არაძალადობრივი. პატარა პერფომანსი მოვიფიქრეთ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, – ეს არის თეთრი ბუშტები, თეთრი ხალათი და მიმართვა ჩვენი ოსი ექიმებისადმი. ტექსტი არის ოსურად და ქართულად: ოსო ექიმებო, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ავადმყოფებზე და მიეცით ამის საშუალება ვაჟა ექიმს. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქაც თუ ექნება საშუალება ვაჟა ექიმს, ისევ უანგაროდ დაეხმარებოდა იქაურ პაციენტებს, როგორც აქ ეხმარებოდა. და ამ პერფომანსით უნდა გავუშვათ თეთრი ბუშტები და თეთრი ხალათი, რომ იქნებ გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ, რომ ექიმებს საზღვრები არა აქვთ არც მშვიდობიანობის დროს და არც ომიანობის დროს. ერთადერთი ჩვენი მოთხოვნა არის, რომ თავისუფლება ვაჟა ექიმს, დააბრუნეთ ექიმი სახლში!“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შიზოიდური ოლიგარქიული დიქტატურა ახალ რეკოდებს ამყარებს პოლიტრეპრესიათა მსოფლიო რეიტინგებში” – შალვა ნათელაშვილი

გირაოს გადაუხდელობის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთი...

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ილაპარაკოს რამის და ვინმეს დაცვაზე…” –...

პაატა მანჯგალაძე ეხმიანება ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 მაისის პერიოდისთვის

16 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ვერაფერს იტყვი, ჭეშმარიტი ქოცია🤷🏻‍♀️” – ელისო კილაძე მარიამ შენგელიაზე

ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი, მარიამ შენგელია შეკითხვაზე - “რას ისურვებდით, სამი...