კვირა, ივლისი 6, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა23 სექტემბერს თელავში ელისო ვირსალაძის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი...

23 სექტემბერს თელავში ელისო ვირსალაძის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 23-30 სექტემბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მართავს, რომელიც ეძღვნება უდიდესი ქართველი პიანისტის, ანასტასია ვირსალაძის დაბადებიდან 140 წლისთავს ეძღვნება.

მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე და დანგ ტაი შონი, დავიდ ოისტრახის კვარტეტი, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები პიანისტი ჟან-ბერნარ პომიე, მევიოლინე ოლგა მარტინოვა, ჩელისტები ჰაიუნგ ჩოი და იბაი ჩენი, ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი.

23 სექტემბერს, 19:00 საათზე, თელავის თეატრში ფესტივალის პირველ საღამოს მსმენელის წინაშე სამი სოლისტი წარდგა: ქართველი ახალგაზრდა ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი, რომელიც კახა ცაბაძის კონცერტს ფლეიტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის შეასრულებს; ცნობილი ვიეტნამელი პიანისტი დანგ ტაი შონი მოცარტის #23 (A Major, K. 488) კონცერტს დაუკრავს, ახალგაზრდა კორეელი ჩელისტი, 2022 წლის დედოფალ ელისაბედის კონკურსის გამარჯვებული ჰაიუნგ ჩოი კი მსმენელის წინაშე პირველად ელგარის კონცერტით (E minor, Op.85) წარდგება.

საფესტივალო ორკესტრს უდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი. ორკესტრის შემადგენლობაში იქნებიან თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტას“, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები.

და, როგორც ყოველთვის, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოჩენილი მუსიკოსები.

ფესტივალის განმავლობაში თელავის თეატრის ფოიეში გაიმართება ანასტასია ვირსალაძისადმი მიძღვნილი გამოფენა, რისთვისაც ფესტივალი დიდ მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმს და პირადად ქალბატონ მარინა ჩიხლაძეს, რომლის ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა გამოფენის მოწყობა. ასევე, ქალბატონ ნუგეშა მესხს, პირადი არქივის მასალების მოწოდებისთვის.

ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, STEINWAY&SONS; თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი; თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი; თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი; თელავის მერია; წინანდლის ფესტივალი; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი; ჟურნალი „კულტურა პლუსი“; რადიო 1; რადიო „ფორტუნა“; საინფორმაციო სააგენტო GHN; AT.ge; ტელეკომპანია „არტარეა“; სასტუმრო „თელა“; სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თელავი“.

ინფორმაციას კლასიკური მუსიკის ცენტრის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...