spot_img
მთავარიარჩევნებიცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს...

ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი

2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა და არჩევნების ადმინისტრირების პროცესში აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ქცევის (ეთიკის) კოდექსი არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად ჩატარებას. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით, საჯაროდ დეკლარირებას ვუკეთებთ ყველა იმ პრინციპს, რომელიც მნიშვნელოვანია არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად. შესაბამისად ვთანხმდებით რომ აღნიშნულ პროცესში ვიხელმძღვანელებთ ყველა იმ საკვანძო პრინციპითა და სტანდარტით რომელიც მოცემულია აღნიშნულ დოკუმენტში“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ღონისძიების დასრულების შემდეგ.

ქცევის (ეთიკის) კოდექსის პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დოკუმენტზე ხელმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. მათი თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მსგავსი ტიპის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას.

ეთიკის კოდექსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ცესკოსა და არასამთავრობოებო ორგანიზაციების ურთიერთობისთვის. აღნიშნული დოკუმენტი კიდევ უფრო ამყარებს და უკეთესს ხდის თანამშრომლობას არჩევნებიდან არჩევნებამდე. ასევე ვაფასებთ საარჩევნო ადმინისტრაციის ღიაობას შეხვედრებისთვის და მოსაზრებების გაცვლისთვის და ვიმედოვნებთ რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენელმა გიორგი მონიავამ.

ეთიკის კოდექსის მნიშვნელობაზე და საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ასევე ისაუბრა „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოსათვის“ ხელმძღვანელმა ნატალია ხოხიაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, „ცესკო წარმატებით აგრძელებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. აღნიშნული დოკუმენტი არის ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების თვითრეგულირების ქცევის კოდექსი, რომლითაც 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე ვიხელმძღვანელებთ“.

ქცევის (ეთიკის) კოდექსს ხელი 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა მოაწერეს. ღონისძიება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა. კოდექსზე ხელის მოწერა შეუძლია ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ არჩევნებზე დაკვირვებისთვის შესაბამის ვადებში დარეგისტრირდება.

ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

“ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ”...

საზოგადოებაში წამოწეულ კონკრეტულ საკითხებს თუ შეკითხვებს, ერთგვარი მინიშნებებით და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...