spot_img
მთავარისხვადასხვა"როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, ამას წესით უნდა მოჰყვეს...

“როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, ამას წესით უნდა მოჰყვეს ხოლმე მტკიცებულებები” – ირაკლი კობახიძე ოთარ ფარცხალაძისათვის სანქციების დაწესებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პოლიტიკურ შეფასებებს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ამერიკის მხარემ მის სანქცირებასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები უნდა გამოაქვეყნოს:

ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაშიც მტკიცებულებები არ არსებობს. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენთვის რთულია ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება. როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, ასეთი მძიმე ბრალდებები ჟღერდება, საუბარია “ეფ-ეს-ბე-ს” აგენტობაზე, საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანი ქართულ საზოგადოებაზე ახდენს ჭარბ გავლენას… როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, ამას წესით უნდა მოჰყვეს ხოლმე მტკიცებულებები. თქვენ გახსოვთ, მოსამართლეების სავიზო შეზღუდვების დაწესების დროსაც არავითარი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა, აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგადად გვირთულებს რეაგირებას. ასეთ დროს საჭიროა მტკიცებულებების გამოქვეყნება და ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

მმართველი პარტიის ლიდერი, ასევე, ეხმაურება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით:

როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას და არ ვიცი ეროვნული ბანკის რომელი შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, – ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია, როდესაც ლაპარაკია საქართველოს მოქალაქეზე. საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმპციით. რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსხვავებული პასუხისმგებლობით“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...