spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის სტუმრები გასვლით ტურებში მიიღებენ მონაწილეობას

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის სტუმრები გასვლით ტურებში მიიღებენ მონაწილეობას

ბათუმში, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ვიზიტორები გასვლით ტურებში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი ფრინველებზე დაკვირვების პროცესს ჭოროხის დელტაზე, პალიასტომის ტბასა და სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე დაესწრებიან. მსურველებს რეგისტრაციის გავლა ფესტივალის გვერდზე შეუძლიათ https://batumibirdfest.com/ka/fees-registration. ბათუმში, ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 19-22 სექტემბერს გაიმართება. ტრადიციულად ფესტივალის მონაწილეები რეგიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. 19 სექტემბერს, ფესტივალი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ლექციებით გაიხსნება.

20 სექტემბერს, იგეგმება გასვლითი ტური ჭოროხის შესართავთან, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს გადამფრენი ფრინველებისთვის. ტურის მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ ჭოროხის შესართვის შესახებ, გაეცნობიან იქ არსებულ ფრინველებს და დააკვირდებიან ფრინველთა დარგოლვის პროცესს. 21 სექტემბერს, გადამფრენ ფრინველებს პალიასტომის ტბასა და მდინარე მალთაყვას შესართავთან დააკვირდებიან. ტურის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ფრინველების მრავალ სახეობას, შეისწავლონ საინტერესო ლანდშაფტი და ნავით გაისეირნონ პალიასტომის ტბაზე.

22 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე გაიმართება. სახალვაშო გლობალურად მნიშვნელოვანი ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმაა, სადაც სეზონზე 1 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი მიგრირებს. სახალვაშოს პლატფორმაზე ფესტივალის ფარგლებში განხორციელდება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები. მათ შორის, მოკლე ლექცია ფრინველების მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობაზე, გაიმართება ბაზიერების შოუ და ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება. ფესტივალის პროგრამის ნახვა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე https://batumibirdfest.com/ka/program-schedule/visitors. პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...