ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგია"სამონადირეო მეურნეობა შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა"-სთვის რაჭაში...

“სამონადირეო მეურნეობა შპს “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-სთვის რაჭაში ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია” – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანია – სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-სთვის რაჭის ტყის კონკრეტული ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სადაც აღნიშნულია, რომ მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია და განმარტავს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებს:

❗ სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-სთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია. სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის მოთხოვნილი 97 276 ჰა ფართობიდან 20 540,3 ჰა, „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიაზე ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით (N38/ს, 23 მარტი, 2022წ) განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო პირობების თანახმად არსებულ ტერიტორიაზე შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-ს 2023 წლის 25 მარტამდე უნდა წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და საქმიანობის დაწყებამდე, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების ანგარიში. შესაბამისი პუნქტი განისაზღვრა მთავრობის განკარგულებაშიც.

➡ კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

➡ არსებული ვითარებიდან გამომდინარე გარემოდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, კომპანიის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. ამბროლაურის სასამართლომ, 2023 წლის 24 ივლისს შპს “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-ს მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 27 ივლისს გაასაჩივრა.

❗ მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით მოთხოვნილი ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს” – გიორგი ვაშაძე

დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანზე საუბრობს “სტრატეგია...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...