spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „ფაშიზმზე გამარჯვების დღის“ თარიღის...

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „ფაშიზმზე გამარჯვების დღის“ თარიღის შეცვლას

პარლამენტმა „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და კანონპროექტს 20 ხმით, 4 -ის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირა. ცვლილების თანახმად, უქმე დღეთა ჩამონათვალში „ფაშიზმზე გამარჯვების დღედ“, ნაცვლად 9 მაისისა, უნდა მითითებულიყო 8 მაისი. შესაბამისად, 8 მაისი გამოცხადდებოდა უქმე დღედ.

მომხსენებლის, „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ცვლილების მიზანია საქართველოში „ფაშიზმზე გამარჯვების დღე“ აღინიშნოს ცივილიზებულ დასავლეთთან ერთად 8 მაისს და არა ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რომელიც აგრძელებს ომს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის წინააღმდეგ და იტაცებს სუვერენიტეტს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტის მიზანია საზოგადოების გახლეჩა.

მე არ მგონია, რომ ეს იყოს უწყინარი პროექტი. რაც არ უნდა 8 მაისი კანონით შემოიღოთ, ვეტერანები მაინც 9 მაისს აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ყველგან ცდილობთ საზოგადოების გახლეჩას და დაყოფას, ისე როგორც 7-8 აგვისტოს შემთხვევაში და 25 დეკემბერს შობის გადმოტანის მცდელობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...