spot_img
მთავარიადამიანის უფლებები10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეა

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეა

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ევროპის საბჭოსთან ერთად თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო კამპანია გამართა.

ღონისძიებაზე, რომლის თემაც წელს არის – „ახალგაზრდები ადამიანის უფლებების დასაცავად“, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თბილისის მოსახლეობას სიტყვით მიმართა. „1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულმა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ მრავალ მნიშვნელოვან საერთაშორისო ხელშეკრულებას ჩაუყარა საფუძველი, რამაც მსოფლიო მასშტაბით დაამკვიდრა ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში თანადგომისათვის სახალხო დამცველის საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი მრჩეველი (OHCHR) სამხრეთ კავკასიაში ვლადიმერ შკოლნიკოვი.

კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების მიზნით, თბილისსა და საქართველოს 9 დიდ ქალაქში მოსახლეობას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ესაუბრნენ, განუმარტეს სახალხო დამცველის ინსტიტუციის როლი და ფუნქციები, დაურიგეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები, ფლაერები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები. ასევე, გაიმართა როლური თამაში – როგორ მოვიქცეთ პოლიციელთან ურთიერთობის დროს. * სახალხო დამცველის აპარატმა ამ დღესთან დაკავშირებით, მოქალაქისა და პოლიციის ურთიერთობის სახელმძღვანელოდ სპეციალური ბროშურა მოამზადა.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...