საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების“ წევრი, ხატია დეკანოიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელემარათონში გაჟღერებულ კონკრეტულ გზავნილებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ შეფასებას ახდენს და განმარტებებს აკეთებს იმ კონტექსტში, თუ რა მოხდება რუსეთის დამარცხების შემდეგ საქართველოსა და მოლდოვაში:
,,საქართველო და მოლდოვა, განსაკუთრებით – საქართველო, ჩვენი სამშობლო, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რა თქმა უნდა, რუსეთის დამარცხების შემდეგ აუცილებლად გამთლიანდება; რუსეთის დამარცხების შემდეგ – მაშინ, როდესაც რუსეთს აღარ ექნება ის სტრატეგიული ამბიციები, რომელიც დღეს აქვს.
ზუსტად აი, ამ ამბიციების გამო, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები დღემდე ოკუპირებულია და რუსეთიც სწორედ დღემდე საქართველოს თავის ნაწილად მიიჩნევს – უკრაინას და მოლდოვას, სწორედ ამიტომ – ეს სტრატეგია მთლიანად შეიცვლება. ეს არის ძალიან ბუნებრივი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ინფორმაციითვის: უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ,,ტელემარათონის“ დროს ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რასაც უკრაინასთან რუსეთის დამარცხება საქართველოს, მოლლდოვასა და ბელარუსს მოუტანს:
,,მიმაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვება დასვამს წერტილს. ძალიან გამიხარდება ამ სახელმწიფოების – ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, ხალხის გამო. უკრაინის გამარჯვება პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას მოიტანს. შექმნის დემოკრატიას, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს.
ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ დიდი ხნის განმავლობაში ხალხის დაკარგვის გარეშე. ისრაელის მსგავსად, მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე